iOS 6.1-ში შესაძლებელია პაროლის გვერდის ავლა
ახლახან გამოშვებულ iOS 6.1-ში ნაპოვნია სერიოზული მოწყვლადობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვერდი ავუაროთ დამცავ პაროლს და მივიღოთ წვდომა მოწყობილობის ზიგერთ ფუნქციებთან. ნუ იფიქრებთ, რომ საჭიროა სპეციალური პროგრამები, ჯეილბრეიქი – მხოლოდ მოთმინება და მარჯვე ხელები 🙂
YouTube უკვე iPad-ზე
ალბათ იკითხავთ რატომ უკვე iPad-ზე. იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც Apple-მა გამოუშვა iOS 6 და ამოიღო YouTube მისი სტანდარტული პროგრამებიდან, ჩვენ კარგა ხანი არ გვქონდა ამ სერვისისთვის მშობლიური აპლიკაცია iOS პლატფორმაზე. ჯერ გამოვიდა iPhone-ის ვერსია და აი უკვე ის iPad-ის ყველა მოდელზე არის ხელმისაწვდომი.
Apple-მა iOS 6-ის რუკების გამო გუნდის მენეჯერი დაითხოვა
Apple-დან დაითხოვეს რიჩარდ უილიამსონი, რომელიც რუქების შემქმნელი ჯგუფის მენეჯერი იყო. დათხოვნა განახორციელა ედი ქიუმ, რომელიც კომპანიიდან უკვე წასულმა სკოტ ფორსტალმა დანიშნა უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჩააბარა რუქების მიმართულების კონტროლი.
Amazon-მა რუკების API-ს ბეტა ტესტირება დაამთავრა
თუ ამაზონმა გადაწყვიტა საკუთარი გზით იაროს მაშინ Google Maps არ იქნება ერთადერთი სანავიგაციო საშუალება Kindle Fire-ზე. სექტემბერში უდიდესმა ინტერნეტ მაღაზიამ წარმოადგინა თავისი რუქების პროგრამირების ინტერფეისის ბეტა ვერსია, რითაც მზადყოფნა გამოხატა Apple-ის მსგავსად თავისი წილი ქონდეს ამ ბაზარზე.
