უსაფრთხოების ბიომეტრიული სისტემების მიზანშეწონილობის შესახებ

Apple ძალიან ამაყობს თავისი iPhone 5S-ით და მიუხედავად იმისა, რომ ერთ შეხედვით მისი კილერ ფიჩა არის ბიომეტრიული სენსორი Touch ID – სიმადვილეში პირადი ინფორმაციის დაცვის საუკეთესო მეთოდად ამის ჩათვლა ნამვილად არ შეიძძლება. საქმე იმაშია, რომ ანაბეჭდების სკანერი სინამდვილეში არ არის უსაფრთხოების დაცვის საიმედო სისტემა, როგორც ეს ერთი შეხედვით არ უდნა მოგეჩვენოთ.

Android-მა iOS ძალიან შორს ჩამოიტოვა

Android პლატფორმას უკვე ტოლი არა ყავს სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. IDC-ის ანალიტიკოსების მონაცემებით სმარტფონების მიწოდება ანდროიდის ბაზაზე 2013 წლის მეორე კვარტალში 73,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის სულ მიწოდებული 187,4 მილიონი Android სმარტფონი. ეს ბაზარზე მიწოდებული ჭკვიანი ტელეფონების 79,9 % შეადგენს. LG G2-ის ანონსი კი უფრო გააძლიერებს ინტერესს ლიდერი საოპერაციო სისტემის მიმართ. 

iOS 7 და Android-ის მომავალი

თუ თქვენ, რამდენადმე მაინც ადევნებთ თვალ-ყურს ტექნოლოგიებისა და მობილური მოწყობილობების სიახლეებს აუცილებლად შეამჩნევდით Apple-ისა და iOS 7-ის გარშემო ატეხილ ხმაურს. კუპერტინომ წარმოადგინა სრულიად ახალი და სრულიად შეცვლილი დიზაინი iOS 7-ში ყველა მათი მოწყობილობისათვის და უფრო მეტიც. არის უამრავი პოსტი სადაც Android-ისა და iOS-ის შედარება კეთდება და არის საუბარი იმაზე თუ რა დააკოპირა Apple-მა მისი უმთავრესი […]

ნებისმიერი iOS მოწყობილობის გატეხვა მოდიფიცირებული დამტენით არის შესაძლებელი

უსაფრთხოების მკვლევარებმა აღმოაჩინეს iOS მოწყობილობაში პროგრამის შეყვანის მეთოდი მოდიფიცირებული დამტენის საშუალებით. George-ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდი ამბობს, რომ მათ დამტენს შეუძლია არბიტრალური პროგრამის ატვირთვა iOS მოწყობილობაში ერთ წუთში რაც ის მიუერთდება მას. თუ მკვლევარებს დავუჯერებთ, “ყველა მომხმარებელი” არის რისკის ქვეშ, რადგანაც მეთოდს არ ჭირდება მომხმარებლის ჩარევა.

Google-მა განაახლა Gmail-ის ინბოქსი ჩანართებით მობილურსა და სამაგიდო ვერსიებში

ყველაზე მნიშვნელოვანი საფოსტო ყუთში წერილების ორგანიზებაა და ამ საქმეში Google-მა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ დააანონსა, რომ ის მალე ახალ ჩანართებიან ლეიაუთს შემოგვთავაზებს Gmail-ის მობილურსა და სამაგიდო ვერსიაში. რედიზაინის შედეგად თქვენ შეძლებთ ხუთამდე ჩანართის დამატებას სადაც წერილების გადატანას ჩვეულებრივად გადაჩოჩებით შეძლებთ, ასევე შეძლებთ მიუთითოთ რესპოდენტები და ვარსკვლავის ანთებით გადაიტანთ მთავარ ინბოქსში შერჩეულ წერილებს.

iOS 6.1-ში შესაძლებელია პაროლის გვერდის ავლა

ახლახან გამოშვებულ iOS 6.1-ში ნაპოვნია სერიოზული მოწყვლადობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვერდი ავუაროთ დამცავ პაროლს და მივიღოთ წვდომა მოწყობილობის ზიგერთ ფუნქციებთან. ნუ იფიქრებთ, რომ საჭიროა სპეციალური პროგრამები, ჯეილბრეიქი – მხოლოდ მოთმინება და მარჯვე ხელები 🙂

გამოვიდა ახალი Gmail აპლიკაცია iOS მოწყობილობებისთვის

გვიან მაგრამ უფრო ადრე ვიდრე არასდროს გამოვიდა  Gmail-ის 2.0 აპლიკაცია iOS პლატფორმისათვის, რითაც გაგვახარა Google-ის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ელ-ფოსტის მომხმარებლები, რომლებიც ან შემოვრჩით Apple-ის მოწყობილობებს ან გვიყვარს ეს პლატფორმაც და ვერ ვშორდებით :-). განახლება შეეხო iPad, iPhone და iPod Touch-ის მომხმარებლებს.

YouTube უკვე iPad-ზე

ალბათ იკითხავთ რატომ უკვე iPad-ზე. იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც Apple-მა გამოუშვა iOS 6 და ამოიღო YouTube მისი სტანდარტული პროგრამებიდან, ჩვენ კარგა ხანი არ გვქონდა ამ სერვისისთვის მშობლიური აპლიკაცია iOS პლატფორმაზე. ჯერ გამოვიდა iPhone-ის ვერსია და აი უკვე ის iPad-ის ყველა მოდელზე არის ხელმისაწვდომი.

Apple-მა iOS 6-ის რუკების გამო გუნდის მენეჯერი დაითხოვა

Apple-დან დაითხოვეს რიჩარდ უილიამსონი, რომელიც რუქების შემქმნელი ჯგუფის მენეჯერი იყო. დათხოვნა განახორციელა ედი ქიუმ, რომელიც კომპანიიდან უკვე წასულმა სკოტ ფორსტალმა დანიშნა უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჩააბარა რუქების მიმართულების კონტროლი.

Google Search iOS-ში უკვე ხმოვანი ძიებით განახლდა

Google-მა უკვე გამოაქვეყნა მისი საძიებო აპლიკაციის განახლება Android მოწყობილობებისათვის და რიგში iOS იყო რომელიც ამ დიდ რელიზს ელოდებოდა. საჭირო იყო iOS 5-ის მხარდაჭერა და ის განხორციელდა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის მისი ხმოვანი ძიების ფუნქციონალი “უფრო სწრაფი და საგრძნობლად გაუმჯობესებული საუბრის ამოცნობით”, შეკითხვებზე პასუხიც ხმოვანია რა თქმა უნდა რეზულტატებთან ერთად. ეს განახელება ეხება iPhone და iPod […]