iPhone და iPhone Plus უკვე პროფესიონალებმა გაღუნეს

ეს რამდენიმე დღეა მთელი ინტერნეტი აკლებულია iPhone-სა და iPhone 6 Plus-ის გაღუნვის დამადასტურებელი ვიდეოებით, თუმცა ეს ყველაფერი მეცნიერული და ტექნიკური მიდგომის გარეშე გაკეთდა. სიმართლის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიულ პირობებში კვლევების ჩატარება და Consumer Reports-ის გუნდმა გადაწყვიტა ობიექტური ტესტირება ჩაეტარებინა. სტრესული ტესტირებისთვის Apple-ის ძველი პროდუქტების გარდა სხვა მწარმოებლების სმარტფონებიც იქნა შერჩეული. მათ შორის LG G3, Galaxy Note 3 […]

Samsung-ის პასუხი iPhone 5-ზე

ამერიკის სასამართლოში დამარცხების შემდეგ Sasmsung აგრძელებს ბრძოლას Apple-ის წინააღმდეგ მარკეტინგული რეკლამებით. მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა iPhone 5-ის სრული სპეციფიკაციები Samsung-მა მოიყვანა შედარება მის პროდუქტთან.

Apple-მა Lightning to microUSB ადაპტერი გამოუშვა

როგორც TheVerge იტყობინება Lightning to 30 pin ადაპტერთან ერთად ევროპელი მომხმარებლებისათვის მათ Lightning to microUSB ადაპტერიც გამოუშვეს. ეს მათ ევროკომისიის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან თავსებადობისთვის გააკეთეს და გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მაღაზიებში მისი შეძენა შესაძლებელი იქნება £15 / €19 ($25). წყარო: TheVerge

4 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება: iPhone 5

როგორც ავტორიტეტული წყარო გვატყობინებს ამ დღეს დანიშნულია Apple-ის უახლოესი გრანდიოზული პრეზენტაცია. როგორც ადრე იყო ცნობილი iPhone 5-ის პრეზენტაცია ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია თუ რას ეძღვნება ეს ღონისძიებაც. ეს კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი Apple-თვის, რომ იქ გამოჩნდება ახლი CEO ტიმ კუკი. ასევე მოსალოდნელია ის მოგვევლინოს, როგორც პრეზენტაციის წამყვანი.