iPhone და iPhone Plus უკვე პროფესიონალებმა გაღუნეს

ეს რამდენიმე დღეა მთელი ინტერნეტი აკლებულია iPhone-სა და iPhone 6 Plus-ის გაღუნვის დამადასტურებელი ვიდეოებით, თუმცა ეს ყველაფერი მეცნიერული და ტექნიკური მიდგომის გარეშე გაკეთდა. სიმართლის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიულ პირობებში კვლევების ჩატარება და Consumer Reports-ის გუნდმა გადაწყვიტა ობიექტური ტესტირება ჩაეტარებინა. სტრესული ტესტირებისთვის Apple-ის ძველი პროდუქტების გარდა სხვა მწარმოებლების სმარტფონებიც იქნა შერჩეული. მათ შორის LG G3, Galaxy Note 3 […]
iOS 8 – მდებარეობის თვალთვალისგან დაცვა ეფექტურია?

მკვლევარებმა ჯერ კიდევ ივნისში აღმოაჩინეს iOS 8-ში განხორციელებული ფუნქციონალი, რომელიც ერთი შეხედვით მიმართული იყო თვალთვალის საწინააღმდეგოდ. საუბარია WiFi ქსელებთან მიერთების პროცესში სხვა და სხვა ფიზიკური მისამართების გამოყენებაზე. iOS-ის ახალი ფუნქცია მიმართულია ტელეფონის MAC მისამართზე, რომელსაც მოწყობილობა ღია დაშვების წერტილების ძიებისას იყენებს. გასულ წლებში მოვაჭრეებმა ისწავლეს MAC მისამართით მომხმარებლების იდენტიფიკაცია მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში. მსგავსი აქტივობები ძალიან […]
იღუნება თუ არა თქვენი სმარტფონი?

Apple-ის პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ ძალიან ძნელია დააყენო, თუმცა ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია მაინც შეინიშნება და მეც გადავწყვიტე გამოვხმაურებოდი ჩემი პოზიციით ამ საკითხთან დაკავშირებით. Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოები სადაც iPhone 6-ის გაღუნვით არიან დაკავებული და ამას წარმატებით აღწევენ კიდევაც. ის რომ Apple-ის მოწყობილობა ალუმინისაა და საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ადამიანის დაწოლას გასაგებია, თუმცა იგივე კონსტრუქცია […]
iPhone 6-ის ტრანსლაციის პრობლემები

iPhone 6 და Apple Watch-ის პრეზენტაცია, რომ პრობლემებით ტრანსლირდებოდა ალბათ ყველასთვის ცნობილია. ძალიან ბევრ მომხმარებელს მათ შორის ჩვენც გვქონდა პრობლემები, როცა ვცდილობდით პირდაპირ ეთერში გვეყურებინა წარმოდგენისთვის. თავიდან ვფიქრობდით, რომ ღრუბლოვანი სერვისების გამო ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრობლემები Apple-ის საიტზევე იყო და Amazon-ის სერვერებზე, რომლის გავლითაც ხდებოდა მონაცემების გადაცემა.
Apple-ის დაცინვა Samsung-ის რეკლამებში

Apple-ის ყველაზე მეტად მოსალოდენლი მოწყობილობების პრეზენტაციის შემდეგ Samsung-მა გამოუშვა ინტერნეტზე ორიენტირებული რეკლამების სერია, სადაც ის დასცინის პრეზენტაციის მსვლელობისას დაფიქსირებულ სტრიმინგსი პრობლემებს, iPhone-ის ეკრანის ზომის გაზრდას და ახალ ჭკვიან საათს. ექვსივე რეკლამა ხელმისაწვდომია Youtube-ის ფლეილისტის სახით.
Apple 3.0

Apple-ის მიმდინარე და დაანონსებულ პროდუქტებზე საუბარი ძალიან პოპულარულია ტექნოლოგიურ საზოგადოებაში და მომხმარებლებს შორის ხშირად უამრავ დისკუსიას და კამათს იწვევს. მოსაუბრეები ხშირად კამათისას კონკერტული მოწყობილობების ტექნიკური მონაცემებით და ფასებით ეჯიბრებიან ერთმანეთს და ყოველი ასეთი კამათის შემდეგ მხარეები თავის აზრზე უფრო მყარად რჩებიან ვიდრე მანამდე. მე როგორც ყველაფერი გახსნილის და ღია წყაროს მომხრეს ალბათ არ გამიჭირდება ვიყო […]
Apple Special Event: iPhone 6, Apple WATCH, Apple Pay

როგორც მოსალოდნელი იყო კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე საკმაოდ საინტერესო სიახლეები წარმოგვიდგინა. ახალ iPhone-თან ერთად წარმოადგინეს გადახდების ახალი სისტემა Apple Pay და რაც ყველაზე მოსალოდნელი იყო Apple WATCH, რომელიც შეიძლება ამ ევენთის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ჩაითვალოს. წარმოდგენის ბოლოს გამოვიდა ჯგუფი U2. რომელმაც iTunes-ის ყველა მომხმარებელს უფასოდ გადასცა თავისი ბოლო ალბომის ციფრული ვერსია.
