FBI აღშფოთებულია Android და iOS მოწყობილობების დაშიფრვით

FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომეი გამოხატავს ღრმა აღშფოთებას ახალი დაშიფრვის ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც iOS 8  და Android L საოპერაციო სისტემებში არის ჩაშენებული. ახალი მეთოდები ითვალისწინებს ინფორმაციის დაცვას და ასევე იცავს მწარმებელ კომპანიებს უხერხული მდგომარეობისგან, როცა მთავრობა აიძულებს მათ წვდომა მიიღონ მომხმარებლის მონაცემებზე. კომეი ამბობს, რომ ამ სვლით კომპანიები ხელს უშლიან დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. რთულია არ […]

iPhone და iPhone Plus უკვე პროფესიონალებმა გაღუნეს

ეს რამდენიმე დღეა მთელი ინტერნეტი აკლებულია iPhone-სა და iPhone 6 Plus-ის გაღუნვის დამადასტურებელი ვიდეოებით, თუმცა ეს ყველაფერი მეცნიერული და ტექნიკური მიდგომის გარეშე გაკეთდა. სიმართლის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიულ პირობებში კვლევების ჩატარება და Consumer Reports-ის გუნდმა გადაწყვიტა ობიექტური ტესტირება ჩაეტარებინა. სტრესული ტესტირებისთვის Apple-ის ძველი პროდუქტების გარდა სხვა მწარმოებლების სმარტფონებიც იქნა შერჩეული. მათ შორის LG G3, Galaxy Note 3 […]

iOS 8 – მდებარეობის თვალთვალისგან დაცვა ეფექტურია?

მკვლევარებმა ჯერ კიდევ ივნისში აღმოაჩინეს iOS 8-ში განხორციელებული ფუნქციონალი, რომელიც ერთი შეხედვით მიმართული იყო თვალთვალის საწინააღმდეგოდ. საუბარია WiFi ქსელებთან მიერთების პროცესში სხვა და სხვა ფიზიკური მისამართების გამოყენებაზე. iOS-ის ახალი ფუნქცია მიმართულია ტელეფონის MAC მისამართზე, რომელსაც მოწყობილობა ღია დაშვების წერტილების ძიებისას იყენებს. გასულ წლებში მოვაჭრეებმა ისწავლეს MAC მისამართით მომხმარებლების იდენტიფიკაცია მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში. მსგავსი აქტივობები ძალიან […]

იღუნება თუ არა თქვენი სმარტფონი?

Apple-ის პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ ძალიან ძნელია დააყენო, თუმცა ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია მაინც შეინიშნება და მეც გადავწყვიტე გამოვხმაურებოდი ჩემი პოზიციით ამ საკითხთან დაკავშირებით. Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოები სადაც iPhone 6-ის გაღუნვით არიან დაკავებული და ამას წარმატებით აღწევენ კიდევაც. ის რომ Apple-ის მოწყობილობა ალუმინისაა და საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ადამიანის დაწოლას გასაგებია, თუმცა იგივე კონსტრუქცია […]

ანიმაციის პერსონაჟები მოწყობილობიდან მოწყობილობაში გადადიან (ვიდეო)

  დღეისათვის იმდენ რამეს ვხედავთ ტელევიზორსა თუ ფილმებში, რომ რთულია ვინმემ გაგვაოცოს კომპიუტერული გრაფიკით. მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც გადის დამატებით კილომეტრებს, რათა შექმნას რაღაც განსაკუთრებული ძველი სკოლის ტექნოლოგიების გამოყენებით. ბენდმა Brunettes Shoot Blondes ახალი სინგლისთვის Knock Knock შექმნა ანიმაციური ვიდეო, რომელიც დახტუნავს 14 სხვადასხვა მოწყობილობას (iPhone-ებს, აიპადებსა და აიპოდებს) შორის. გადაღებულია გენიალურად სინქრონიზებული პერფომანსის თანხლებით.

Apple-ის დაცინვა Samsung-ის რეკლამებში

Apple-ის ყველაზე მეტად მოსალოდენლი მოწყობილობების პრეზენტაციის შემდეგ Samsung-მა გამოუშვა ინტერნეტზე ორიენტირებული რეკლამების სერია, სადაც ის დასცინის პრეზენტაციის მსვლელობისას დაფიქსირებულ სტრიმინგსი პრობლემებს, iPhone-ის ეკრანის ზომის გაზრდას და ახალ ჭკვიან საათს. ექვსივე რეკლამა ხელმისაწვდომია Youtube-ის ფლეილისტის სახით.

Apple 3.0

Apple-ის მიმდინარე და დაანონსებულ პროდუქტებზე საუბარი ძალიან პოპულარულია ტექნოლოგიურ საზოგადოებაში და მომხმარებლებს შორის ხშირად უამრავ დისკუსიას და კამათს იწვევს. მოსაუბრეები ხშირად კამათისას კონკერტული მოწყობილობების ტექნიკური მონაცემებით და ფასებით ეჯიბრებიან ერთმანეთს და ყოველი ასეთი კამათის შემდეგ მხარეები თავის აზრზე უფრო მყარად რჩებიან ვიდრე მანამდე. მე როგორც ყველაფერი გახსნილის და ღია წყაროს მომხრეს ალბათ არ გამიჭირდება ვიყო […]

Apple Special Event: iPhone 6, Apple WATCH, Apple Pay

როგორც მოსალოდნელი იყო კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე საკმაოდ საინტერესო სიახლეები წარმოგვიდგინა. ახალ iPhone-თან ერთად წარმოადგინეს გადახდების ახალი სისტემა Apple Pay და რაც ყველაზე მოსალოდნელი იყო Apple WATCH, რომელიც შეიძლება ამ ევენთის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ჩაითვალოს. წარმოდგენის ბოლოს გამოვიდა ჯგუფი U2. რომელმაც iTunes-ის ყველა მომხმარებელს უფასოდ გადასცა თავისი ბოლო ალბომის ციფრული ვერსია.

Apple-მა IOS-ში შესაძლოა „X-Ray Vision” და ობიექტების ამოცნობის სისტემა დაამატოს

ორი საპატენტო განაცხადის მიხედვით, რომლებიც სამშაბათს გამოქვეყნდა, Apple იკვლვეს iOS-ში დამატებითი რეალობის დანერგვის საშუალებებს, იმისთვის, რომ მომხმარებლი უზრუნველყოს მონაცემებით მათ გარემოზე, მათ შორის; ადგილმდებარეობა, კომერციული ობიექტები და ასევე სპეციალური რეჟიმი, რომელიც მომხმარებლებს მისცემს შენობების ინტერიერის დათვალიერების საშუალებას (X-Ray Vision). კომპანიამ ამერიკის საპატენტო ბიუროში შეიტანა ორი განაცხადი, „მობილური მოწყობილობის ინტეგრირებული პოზიციონირება“ და „მობილური მოწყობილობის რეალური პოზიციის და […]

აღმოჩენილია ბაგი Safari ბრაუზერში

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო ამ სტატიის თემა იქნება ბაგი ბრაუზერში Safari. კომპანია MajorSecurity გამოაქვეყნა Safari Mobile-ში iOS 5.1 ბაგის აღწერილობა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ბრაუზერში საიტის მისამართის გაყალბება. პრობლემა დაკავშირებულია არაკორექტული javascript’s window.open() კოდის გადამუშავებასთან JavaScript-ში. ბაგის საშვალებით შესაძლებელია URL-ში სხვა საიტის მისამართის გამოჩენა, რითაც შესაძლებელია მსხვერპლის შეცდომაში შეყვანა. ბაგის დემოსტრაციისათვის პრაქტიკაში, სპეციალისტებმა შექმნეს სპეციალური სატესტო საიტი. თქვენ შეგიძლიათ ამ მისამართზე შეხვიდეთ ბრაუზერით Safari iOS 5.1 […]