ანალიტიკოსები ტექნოლოგია NFC–ს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

NFC–ს პოპულარობა დღითიდღე იზრდება (TheNoisecast.com–ის ფოტო). კომპანია Juniper Research–ის ანალიტიკოსებმა კომუნიკატორების ბაზარზე Near Field Communication–ის (NFC) პერსპექტივები შეაფასეს. NFC — უკაბელო კავშირის მაღალსიხშირული სისტემა მოქმედების მოკლე რადიუსზე, რომელიც 10 სმ მანძილს მოთავსებულ მოწყობილობებს შორის მონაცემების გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ NFC–გაჯეტის საშუალებით შესაძლებელია უკონტაქტო მეთოდით ყიდვებისა და მომსახურეობის (მაგალითად, მგზავრობა მეტროში) გადახდა, შეძენილ საქონელზე დამატებითი ინფორმაციის მიღება და […]
