APB: Reloaded-ის ღია ბეტა–ტესტირება 18 მაისს დაიწყება

ММО-თამაშის, APB: Reloaded–ის ღია ბეტა–ტესტირება მალე დაიწყება, აცხადებს სტუდია GamersFirst. APB დამუშავდა და გამოვიდა კომპანია Realtime Worlds–ის მიერ, რომელიც 2010 წელს გაკოტრდა. თუ მიზეზს გავითვალისწინებთ შედეგი ლოგიკურია: პროექტზე, რომლის გამოსვლაზე 250 ადამიანი ზრუნავდა, ხუთი წელი და $100 მლნ დაიხარჯა. საბოლოოდ თამაშის შექმნის სრული უფლება კომპანია K2 Network–ზე გადავიდა. განახლებული ვერსიაზე წვდომა 18 მაისიდან იქნება შესაძლებელი, როცა ქსელში პროექტის ბეტა–ვერსია გამოჩნდება. […]