Amazon-მა რუკების API-ს ბეტა ტესტირება დაამთავრა

თუ ამაზონმა  გადაწყვიტა საკუთარი გზით იაროს მაშინ Google Maps არ იქნება ერთადერთი სანავიგაციო საშუალება Kindle Fire-ზე. სექტემბერში უდიდესმა ინტერნეტ მაღაზიამ წარმოადგინა თავისი რუქების პროგრამირების ინტერფეისის ბეტა ვერსია, რითაც მზადყოფნა გამოხატა Apple-ის მსგავსად თავისი წილი ქონდეს ამ ბაზარზე.

განხილვა: Kindle Fire

სანამ თვით მოწყობილობის განხილვას დავიწყებდე მინდა მოკლე ისტორია მოგიყვეთ მისი შექმნის შესახებ. პლანშეტის მწარმოებელი გახლავთ კომპანია Lab 126 – რომელიც ამაზონის კაპიტალდაბანდებით შეიქმნა 2004 წელს, თუმცა პროდუქტმა დააგვიანა 2011 წლამდე რაც საკმაოდ უცნაურია. ალბათ ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ 2005 წელს კომპანიამ გადაწყვიტა უმთავრესად ელექტრონული წიგნებით ვაჭრობაზე გადასვლა, რასაც მოყვა პირველი თაობის ელექტრონული მელნით მომუშავე […]

Barnes & Noble: NOOK Tablet

უკვე ცნობილი იყო ჭორები Barnes & Noble-ის მიერ შემდეგი თაობის NOOK მოწყობილობის გამოშვების შესახებ, მაგრამ დღეს ის უკვე ოფიციალური გახდა. სიახლე საინტერესო გახდა ჩემთვის იმიტომ, რომ ვაპირებდი Amazon Kindle Fire-ის შეძენას, ახლა კი იგივე ფასში ალტერნატივა გაჩნდა, ამიტომ მომიწევს არც ისე ადვილი არჩევანის გაკეთება. გადავხედოთ მონაცემებს:

Amazon Kindle Fire-მა კარგი სტარტი უჩვენა

Amazon-ის შეკვეთების შიდა სისტემის მონაცემებით, პირველი ხუთი დღის განმავლობაში 250 ათასი ახალი პლანშეტის, Amazon Kindle Fire-ის წინასწარი შეკვეთა გაფორმდა. მათ შორის პირველ დღეს გაიყიდა 100 ათასი ცალი. ცალსახად, ამ მაჩვენებლებით ეს იქნება პლანშეტების ერთერთი ყველაზე წარმატებული სტარტი, რომელიც არის Google სისტემის მართვის ქვეშ. მაგალითად: Samsung-მა პირველ თვეს გაყიდა 6000-ამდე პლანშეტი Galaxy Tab. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Kindle Fire გააუმჯობესებს […]

Amazon-მა შესაძლოა შეიძინოს webOS

გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Amazon განიხილავს webOS-ის შეძენის შესაძლებლობას. webOS არის მობილური პლატფორმა, რომლის ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია. იმის ალბათობა, რომ Amazon გადაწყვეტს შეძენას ძალიან დიდია. ამის შესახებ, როგორც ყოველთვის იუწყებიან წაროები, რომლებიც ახლოს არიან კომპანიის მმართველ წრეებთან. პრინციპში ახლა ხშირია ხმები, რომ ესა თუ ის კომპანია აპირებს webOS-სი შეძენას, […]