Turris Omnia – როუტერი ღია კოდით

მძიმეა და მოსაწყენი, როცა უყურებ თანამედროვე როუტერებს, განსაკუთრებით ძვირ მოდელებს. მოწყობილობის ყიდვის შემდეგ გიკი პირველ რიგში გირჩევთ შეცვალოთ პროგრამული უზრუნველყოფა (firmware) ალტერნატიულით, ქარხნულის არასტაბილურობის გამო, ხოლო ზოგიერთს კი უწევს შეეგუოს მოცემულობას. საშინაო ქსელური მოწყობილობების დიდი უმრავლეოსბა ნაკლებ ყურადღბას აქცევენ უსაფრთხოებას, ძალიან გვიან აახლებენ სოფტს და ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხსნიან მოდელის მხარდაჭერას. CZ.NIC-ის გუნდმა ჩეხეთიდან […]

Arch Linux 2015.05.01

დიახაც  Arch Linux, მძლავრი საოეპრაციო სისტემა განახლდა შემდეგ ვერსიამდე 2015.05.01 და ის უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად. ახალი Arch Linux იმიჯში შედის ყველა განახლება, რომელიც აპრილის განამავლობაში შევიდა და ის პირველია დისტრიბუტივებს შორის, რომელსაც უახლესი Linux 4.0 ბირთვი აქვს.  ტრადიციისამებრ დეველოპერები ყოველი თვის ბოლოს ახალი ვერსიის ISO იმიჯებს ათავსებენ სერვერებზე.  დისტრიბუტივი გამოდის როგორც ჰიბრიდული ასევე ცალკეული რედაქციების […]

Chromebook-ში შესაძლებელი იქნება სხვა საოპერაციო სისტემის ჩაწერა

თუ თქვენ მოგბეზრდათ Google-ის Chrome OS ან უბრალოდ სხვა საოპერაციო სისტემის მოსინჯვა გინდათ ეს მალე შესაძლებელი გახდება. Chrome OS-ის დეველოპერები მუშაობენ პროგრამულ განახლებაზე, რომელიც სისტემური ფაილების ჩანაცვლების საშუალებას მოგცემთ და მათ შორის განსხვავებული დრაივ-მიმჯების გაშვებისაც. ახალი ფუნქციონალი საშუალებას მოგცემთ საოპერაციო სისტემა ჩატვირთოთ USB დრაივიდან, მაგალითისთვის თავსებადი Linux დისტრიბუტივი.

Interl Compute Stick – HDMI კომპიუტერი თქვენი მაღალი გარჩევადობის ეკრანებისთვის

როგორ გავხადოთ ჩვენი ჩვეულებრივი მაღალი გარჩევადობის ტელევიზორი სმარტ TV უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ Intel-ს ამ სფეროში ახალი პროდუქტის წარმოდგენაში ამან ხელი არ შუშალა. Intel Compute Stick – არის Bay Trail PC რომელსაც აქვს USB პორტი, Wi-Fi და Bluetooth უკაბელო ქსელების მხარდაჭერა. მოწყობიობას აქვს SD ბარათების სლოტი და რა თქმა უნდა თავსებადია Windows 8.1 და Linux საოპერაციო […]

ოფიციალური Ubuntu 14.10 ‘Utopic Unicorn’ მაისურები

Canonical-ის მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდა Ubuntu 14.10 Utopic Unicorn-ის მაისურები: მამაკაცებისთვის მუქი ლურჯი და ქალებისთვის “ცხელი” ვარდისფერი. თითოეული მაისური დამშვენებულია ‘Utopic Unicorn’-ის ემბლემით – დიზაინი ეკუთვნის Canonical-ს. მაისურის უკანა მხარეს არის Ubuntu-ს ლოგოტიპი და წარწერა:  “Utopic Unicorn 14.10“. მაისურის ფასია 11 ევრო დიდ ბრიტანეთში, 17,45 დოლარი აშშ-ში, 13,42 ევრო ევროპაში. წინა წლებთან შედარებით ცოტათი ძვირია. იყიდე მამაკაცის Ubuntu […]

Ubuntu MATE 14.04 LTS ხელმისაწვდომია გადმოსაწერად

ტრადიციული სამუშაო მაგიდის ფანებს შეუძლიათ გახარებულები იყვენენ: Ubuntu MATE უკვე ხელმისაწვდომია გადმოსაწერად. ბეჭდვისას შეცდომა არ დამიშვია, დიახ, Ubuuntu MATE-ის სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შეექმნათ LTS რელიზი. Ubuntu MATE 14.04 LTS ნამდვილად უნდა ერქვას Ubuntu MATE 14.11 LTS. არა მხოლოდ იმიტომ რომ ის გამოვიდა ნოემბერში, არამედ იმიტომ რომ მისი კოდური ბაზა არის 14.04-სა და 14.10-ის ნაზავი. ცვლილებები: თემისა […]

Ubuntu 15.04 ‘Vivid Vervet’

სულ რაღაც რამდენიმე დღეა, რაც გამოვიდა  Ubuntu 14.1o, მაგრამ უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა Ubuntu 15.04. ცნობილი გახდა რომ მისი კოდური სახელი იქნება “Vivid Vervet“. ასევე, განიხილებოდა მომხმარებლების სხვა რჩევები 15.04-ის სახელთან დაკავშირებით:  არჩევანი გაკეთდა კოდურ სახელზე: “Vivid Vervet” Ubuntu 15.04 უკვე ღიაა პროგრამირებისთვის. განვითარების ყოველი ციკლის პირველი რამდენიმე კვირა ეთმობა მნიშვნელოვანი დეველოპერული პაკეტების სინქრონიზაციასა და […]

7 რამ, რაც უნდა გააკეთო Ubuntu 14.10 Utopic Unicorn-ის ინსტალაციის შემდეგ

გთავაზობთ მცირე სიას, რაც უნდა გააკეთო Ubuntu 14.10-ის ინსტალაციის შემდეგ. 1. გაიცანი Ubuntu 14.10-ში განხორციელებული ცვლილებები არ არის იმწამსვე დანახვადი. აქ ნახავ ბევრ განახლებულ აპლიკაციას, როგორებიცაა Mozilla Firefox, Thunderbird, და LibreOffice. გათხარე ცოტა უფრო ღრმად და ასევე, ნახავ Evince 3.14-ს, “Ubuntu Web Browser”-ის აპლიკაციის ახალ წერსიას. 2. სამუშაო მაგიდის პერსონალიზაცია შესაძლოა, რასაც პირველად გააკეთებ, Ubuntu-ს რომელიმე ახალი ვოლფეიფერის დამატებაა. ვოლფეიფერების, თემების და […]

როგორ განვაახლოთ Ubuntu 14.04 Ubuntu 14.10-მდე

გაინტერესებს როგორ განაახლო Ubuntu 14.04 LTS უახლეს ვერსიამდე? ჩვენ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ. Canonical არ უბუძგებს მომხმარებლებს განახლებისკენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია განაახლო Trusty Tahr სამუშაო მაგიდა Utopic Unicorn-მდე. იმისთვის რომ მიიღოთ ჩვეულებრივი (არა LTS) განახლებები Software & Update პროგრამაში საჭიროა მიუთოთ შესაბამისი პარამეტრი. გახსენი ‘Software & Updates’ აირჩიე ‘Updates’ აირჩიე სექცია ‘Notify me of a new […]

Ubuntu 14.10 მზადაა გადმოსაწერად

6 თვის შემდეგ გამოვიდა Ubuntu-ს უახლესი ვერსიის სტაბილური რელიზი. Ubuntu 14.10, კოდური სახელით “Utopic Unicorn”, შეკაზმულია უახლესი ცვლილებებით, მნიშვნელოვანი პროგრამული განახლებებით; შეცდომები შესწორებულია და სტაბილურობა გაუმჯობესებული. ამ რელიზში დეველოპერები უფრო მეტ სიახლეს ნახავენ, ვიდრე მომხმარებლები. Ubuntu 14.10-ში დაემატა ‘Ubuntu Developer Tools Centre’  სადაც ადვილად შეძლებთ დააყენოთ Android SDK და მისთვის საჭირო ინსტრუმენტები. Canonical-მა თქვა, რომ მალე დაემატება […]