Ubuntu 11.10 – წამზომი ჩართულია
სრულიად ახალი სამყარო? ახალი კომპიუტერი? ეს არის ზოგიერთი ეპიკური შეპირება რომელსაც Canonical გვპირდება Ubuntu 11.10 ვერსიაში, რომელშიც ძალიან ბევრი გაუმჯობესაება და სიახლე გველოება. იქნება ახალი დაშბორდი ძიების ფუნქციით, ახალი პროგრამები, განახლებული პროგრამების გადამრთველი და პროგრამების სინქრონიზაცია სხვა და სხვა მოყობილობებს შორის. ვისაც მოლოდინი არ უყვარს და ბეტა ვერსიასაც გაუძლებს შეუძლია გადამოიწეროს რიგით მეორე ბეტა, მაგრამ […]
MeeGo გახდა Tizen რაზეც Intel და Samsung იღებენ პასუხისმგებლობას
გაურკვევლობა MeeGo-ს გარშემო გრძელდება იმით, რომ ღია-კოდით პლატფორმა გარდაიქმნება Tizen-ში, ახალ ასევე ღია-კოდით ოპერაციულ სისტემაში სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, ჭკვიანი ტელევიზორებისთვის, ნეტბუქებისთვის და ICE სისტემებისთვის. პროექტს ხელმძღვანელობს The Linux Foundation და Intel, Samsung – MeeGo-ს დეველოპერების ჯგუფთან ერთად – რომლებიც გვპირდებიან, რომ MeeGo-ს მომხმარებლები და პროგრამისტები მარტივად შეძლებენ Tizen-ზე გადასვლას. ახალი პლატფორმა 2012 წლის პირველ კვარტალში უნდა […]
GNOME 3.2 – პლატფორმა შემოქმედებისათვის
ახლად გამოსული გრაფიკული გარემო GNOME შეიცავს დამატებით ორი განახლება, რომელის თამამად შეიძლება პრინციპულად ჩაითვალოს დიზაინით, ციფრული მხატვრობითა და ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. პირველი სიახლე არის ფერების მართვის გადამუშავებული აპლეტი GNOME Color Manager, რომელმაც არა მხოლოდ გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი მიიღო, არამედ იყენებს ახალ ფრეიმვორკს: colord.
რა არის ლინუქსი
ლინუქსი ჩემი საყვარელი ოპერაციული სისტემაა, რომლის განვითარებასაც დიდი ხანია ვადევნებ თვალს. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გაუმჯობესდა და დაემატა ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამყველაფრის ჩამოთვლას ვაპირებ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. სანამ პირადად გავიცნობდი პინგვინს მანამდე მან საკმაოდ საინტერესო განვითარების გზა გამოიარა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მას უფრო საინტერესო შექმნის ისტორია […]
Mate: Gnome2-ის ფორკი

როგორც ჩანს, ტორვალდსის მოწოდება გაკეთებულიყო მეორე გნომის ფორკი შესმენილ იქნა. Mate, ახორციელებს, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს: “არ მოგწონთ პროექტის განვითარების ტენდენცია? გააკეთე ფორკი!”, და იმედს იძლევა, რომ გახდება მშვიდი ნავსაყუდელი, მათთვის ვიცაც არ მოეწონა Gnome3-ის სიახლეები. დეველოპერების აღწერით მათი პროდუქცი “არა-ინტუიციურად გასაგები და არამომხიბლავი სამუშაო მაგიდაა, მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიეჩვიენ სისტემასთან ტრადიციულ ურთიერთქმედებას”. რაც […]
პროექტი Debian 18 წლისაა

1993 წლის 16 აგვისტოს, იან მერდოკმა გამოაქვეყნა comp.linux.os.development-ში, რომ შექმნა ახალი დისტრიბუტივი. გასული 18 წლის განმავლობაში, მოხერხებულობითა და საიმეედოობით Debian-მა დაიმსახურა უამრავი მომხმარებლის სიყვარულია. გამოვიდა 11 რელიზი, ყველაზე ბოლოს – Debian 6.0 Squeeze, მასში შედის თითქმის 30 ათასი პაკეტი, ხოლო მიმდინარე unstable ტოტში მათი რაოდენობა 50 ათასს უახლოვდება. მხოლოდ დებიანი იყო ოფიციალურად პორტირებული 13 არქიტექტურაზე […]
Fujitsu-მ წარმოადგინა ახალი თაობის ელექტრონული ქაღალდი

კორპორაცია Fujitsu-მ, International Digital Publishing Expo-ს გამოფენაზე წარმოადგინა, ბუქრიდერის პროტოტიპი ფერადი ელექტრონული ქაღალდის ბაზაზე. მოწყობილობაში, გამოყენებულია, დისპლეი, ქოლესტერინულ თხევად კრისტალებზე. ესეთ ეკრანს არ აქვს პოლარიზაცია ან ფერების ფილტრები, ხოლო ენერგია იხარჯება, მხოლოდ გამოსახულების გადართვის დროს. შესაბამისად, ელექტრონულ ქალღალდს ჭირდება უფრო ნაკლები ენერგომოხმარება, ვიდრე ტრადიციულ თხევადკრისტალურ-პანელებს. წარმოდგენილ პროტოტიპს, გააჩნია 8-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო მისი გარჩევადობა — 1024×768 პიქსელი […]
openSUSE 11.4

8 თვიანი ბეჯითი შრომის შემდეგ დეველოპერების და ენთუზიასტების ჯგუფმა 10 მარტს წარმოადგინა ღია ოპერაციული სისტემის openSUSE-ს მორიგი რელიზი 11,4. დისტრიბუტივი ბაზირებულია Linux-ის 2.6.37 ვერსიის ბირთვზე, რომელიც გამოირჩევა გაუმჯობესებული ვირტუალური მეხსირების მართვით, შეუძლია იყოს უფრო მოქნილი და დინამიური მრავალი ამოცანის ერთდროული შესრულებისას. ახალი ბირთვში ასევე არის აპარატურის უკეთესი მხარდაჭერა, ჩადებულია Broadcom-ის უკაბელო ქსელების ღია დრაივერები, Wacom-ის […]
თავისუფალი ოფისი !

ორგანიზაციამ The Document Foundation ოთხი თვის მუშაობის შემდეგ გამოუშვა საოფისე პროგრამული პაკეტის LibreOffice – პირველი სტაბილური ვერსია, ინდექსით 3.3 არაკომერციული ფონდი The Document Foundation გასული წლის სექტემბერში დაარსდა OpenOffice.org-ის ყოფილი წევრების მიერ, რომლებიც უკმაყოფილონი იყნენ კომპანია Oracle-ის მიერ წარმოებული მკაცრი ცენტრალიზებული პოლიტიკით. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას თავისულფალი საოფისე პაკეტი OpenOffice.org-ის ბაზაზე (აი საიდან არის ვერსიის ნომერი 3.3) […]
ლინუს ტორვალდსმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

საფოსტო დაგზავნის სიაში gmane.linux.kernel – ლინუსი იტყობინება რომ წინა კვირას მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და უახლოეს დროში დაასრულებს ყველა ფორმალობას: ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცედურასა და სოციალური უსაფრთხოების მონაცემებს. ფინეთი უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, ასე რომ ლინუსი შეინარჩუნებს ძველ პასპორტს. ტორვალდსი ა.შ.შ-ში უკვე 10 წელზე მეტია ცხოვრობს (ბოლო ხუთი წელი – პორტლენდში) და მის ორივე შვილს აქვს ამერიკის მოქალაქეობა. […]
