ბერლინის ქუჩებში თვითმართვადი ავტომობილი გამოჩნდა

გერმანელმა მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ავტონომიურიტრანსპორტული საშუალება დედაქალაქის რეალური მოძრაობის პირობებში. პროექტი MadeInGermany დაიწყო 2007 წელს ჯგუფ AutoNOMOS-ის მიერ, რომელმაც გააერთიანა ინჟინერები და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. მკვლევარების მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომლის მართვისთვისაც ადამიანი საჭირო არ არის. მათ გადააწყვეს Volkswagen Passat Typ 3C და აღჭურვეს იგი სენსორების ნაკრებით, GPS-ანტენით და ასევე ექვსი ლაზერული შორი სენსორით. ავტომობილზე ასევე დამონტაჟებულია ლაზერული […]