IFA 2011: LG წარმოადგინა LW980T სერიის 3D-ტელევიზორები

IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია  LG Electronics-მა წარმოადგინა  LW980T სერიის ტელევიზორები, რომლებსაც აქვთ 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა. პანელების დიაგონალი არის 47 დიუმიდან 55-მდე; ხოლო მათი სისქე — 27,5 მმ. პლატფორმა Smart TV უზრუნველყოფს სხვადასხვა ონლაინ რესურსებთან წვდომას მაგალითად, ვიდეოპორტალებთან, გასართობ საიტებთან და ა.შ. ტელევიზორებში რეალიზებულია, ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი კონტენტის სამგანზომილებიან გამოსახულებაში გადაყვანის ფუნქცია. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, აუცილებელია სათვალეები. რეჟიმი Dual View […]