E3 2011: Microsoft Xbox 360-სთვის ახალ საჭეს გამოუშვებს

კორპორაცია Microsoft–მა E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე ახალი სათამაშო მანიპულატორი, Wireless Speed Wheel დაანონსა, რომელიც Xbox 360–ის კონსოლებისთვის არის განკუთვნილი. სიახლე წარმოადგენს ორიგინალური კონსტრუქციის საჭეს. მანიპულატორი აღჭურვილია მართვის სტანდარტული ღილაკებით, D-pad პანელით, ასევე აქსელერატორის გასაკონტროლებელი ბერკეტებითა და მუხრუჭით. ასევე, Wireless Speed Wheel უზრუნველყოფს კონსოლსა და მანიპულატორს შორის მონაცემების უკაბელო გაცვლას. «მაიკროსოფტში» აღნიშნავენ, რომ სიახლე თავსებადია Xbox 360–სთვის განკუთვნილ ნებისმიერ სიმულატორთან — თუმცა ზოგიერთ თამაშს გააჩნია […]