დამტკიცებულია, თანამედროვე ადამიანის ევოლუცია

                  ამერიკელმა ბიოლოგებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან გაარკვიეს, რომ ადამიანი ამ დრომდე ევოლუციონირებს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად დაიწია იმ გენების სიხშირემ, რომელიც დაკავშირებულია თამბაქოს მოწევასა და ალცჰეიმერის დაავადებასთან, სპეციალისტები, მაშტაბური კვლევის შედეგად, მივიდნენ ასეთ დასკვნამდე. კვლევაში  150 ათასზე მეტმა ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა. სტატია, კვლევის შესახებ, […]

შვედმა მეცნიერებმა ხელოვნური ნეირონი შექმნეს

შვედმა მეცნიერებმა კაროლინის ინსტიტუტიდან შეძლეს შეექმნათ სრულია მოქმედი ხელოვნური ნეირონი ორგანული ბიოელექტრონიკის ბაზაზე. მასში არ არის “ცოცხალი” კომპონენტები, მაგრამ შეუძლია ტვინის ნერვული უჯრედების ფუნქციონალის შესრულება და სხვა ნეირონებთან დაკავშირება. ნეირონი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციალიზებული უჯრედი. ისინი ნეირონულ ქსელებს წარმოქმნიამ, რომლის საშუალებითაც ისინი ერთამანეთ გადასცემენ სიგნალებს. სიგნალები უჯრედებს შორის იონების საშალებით გადაიცემა ელექტრული მუხტის სახით, […]

Google აპირებს შექმნას პლატფორმა რობოტიზირებული ქირურგიისთვის

Google არ არის პირველი რობოტექნოლოგიებისა თუ ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიებში. ტექნოლოგიური გიგანტი, Google, ფლობს რამდენიმე რობოტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორისაა Boston Dynamics, რომელსაც გააჩნია რობოტიზირებული ძაღლებისა და მოქნილი ორფეხიანი რობოტების არსენალი. კომპანიის ერთ-ერთი განყოფილებაა X Life Sciences, რომელიც აწარმოებს ყველაფერს: კონტაქტურ ლინზებს, რომელებიც ზომავენ სისხლში შაქრის შემცველობას; კოვზებს პარკინსონით დაავადებულთათვის და ა.შ. საძიებო გიგანტი ახლა უერთდება Ethicon-ს,  Johnson […]

ქალბატონებს მამაკაცებზე მგრძნობიარე ყნოსვა აღმოაჩნდათ

მეცნიერთა საერთაშორისო კოლექტივმა გამოიკვლიეს ორივე სქესის 18 გარდაცვლილი ადამიანის ყნოსვითი მგრძნობელობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალების ყნოსვა კაცების ყნოსვაზე მეტად მგრძნობიარეა. კვლევების შედეგები ავტორებმა ჟურნალ PLoS ONE-ში გამოაქვეყნეს. ჯამში სპეციალისტებმა იმუშავეს შვიდ მამაკაცზე და 11 ქალბატონზე, რომლებიც 55-94 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. არცერთი მათგანი არ მუშაობდა პარფიუმერიის მაღაზიაში, კულინარიის სფეროში ან სხვა ნებისმიერ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ყნოსვის […]

მეცნიერებმა ადამიანის „შიდა ხმა“ გაშიფრეს

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც იძლევა ადამიანის „შიდა ხმის“ გაშიფვრის საშუალებას – სიტყვების, რომლებსაც ადამიანი აზრებში წარმოთქვამს. ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ საუბრის აღქმისას და საკუთარ თავში მათი წარმოთქმისას ერთი და იგივე ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები მუშაობს წამატებით დადასტურდა. ჩატარებული კვლევების შესახებ მეცნიერები მოყვნენ ჟურნალ Frontiers in Neurogenging-ში. კალიფორნიელმა ნეიროფიზიოლოგებმა ჩაიწერეს შვიდი ეპილეფსიის მქონე პაციენტის თავის ტვინის აქტივობა […]

ექიმებმა პირველად განახორციელეს „მკვდარი“ გულის ტრანსპლანტაცია

ავსტრალიელმა ქირურქებმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს სამი პაციენტისათვის გადაენერგათ „მკვდარი“ გული, იტყობინება The Guardian. გულის ტრანსპლანტაციას, რომელმაც უკვე შეწყვიტა ცემა, მეცნიერებმა ეპოქალური მოვლენა უწოდეს: ახალი ტექნიკის წყალობით გაიზრდება გადასანერგად ვარგისი ორგანოების რიცხვი, რაც მინიმუმ 30 პროცენტით მეტი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის გულის ტრანსპლანტაციისას მხოლოდ „ცოცხალი“ ორგანოები გამოიყენება, ამ ორგანოებს კი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების […]

ახალი პროტეზი, შშმ პირებს შეხების შეგრძნებას დაუბრუნებს

ახალი ტიპის პროტეზებმა ინვალიდებს მისცა საშუალება არა მხოლოდ ხელი ჰქონდეთ არამედ, ასევე დაიბრუნონ ტაქტილური შეგრძნებები, იტყობინება ჟურნალი Science Translational Medicine. საუბარია ელექტროსტიმულაციაზე, რომლის უზრუნველყოფაც, ცოცხალ ქსოვილში ელექტროდების ჩანერგვით ხდება. ნერვები, რომლებიც საჭირო სიგნალებს გადასცემენ ტვინს, სტიმულირდება ელექტროდებზე კონტაქტური წერტილებით, რომლებიც იმპლანტირებულია ხელის „ცოცხალ“ ნაწილში (მხრის არეში). სპეციალური ალგორითმები თარგმნიან პროტეზზე განთავსებული სენსორების სიგნალს სხვადასხვა ინტენსივობის ელექტრულ იმპულსად, […]

მეცნიერებმა გაარკვიეს გენეტიკის როლი ბავშვების აკადემიურ მოსწრებაში

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მემკვიდრეობითობის გავლენა სკოლის აკადემიურ მოსწრებაზე. გამოსაშვები გამოცდების შედეგების გადახედვის შედეგად (2010-2012 წლის გამოცდები), გაარკვიეს, რომ გენეტიკური ფაქტორებით შეიძლება აიხსნას შედეგების 60 პროცენტი. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში. დიდ ბრიტანეთში გამოსაშვებ გამოცდებზე სავალდებული საგნებია ინგლისური, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რომლებსაც მოსწავლეები 16 წლის ასაკში აბარებენ. მკვლევარებმა განიხილეს […]

მეცნიერებმა კლინიკური სიკვდილისას ცნობიერების მდგომარეობა გამოიკვლიეს

დღეისათვის ყველაზე მაშტაბურმა სიკვდილის წინა პერიოდის კვლევამ აჩვენა, რომ ცნობიერება გარკვეულ დონეზე ნარჩუნდება ტვინის ბოლომდე „გათიშვის“ შემდგომაც. საუტჰემპტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ოთხი წლის განმავლობაში შეისწავლეს ოთხ ათასზე მეტი პაციენტი, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერება ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრიის 15 საავადმყოფოში. გადარჩენილი ადამიანების 40 პროცენტი ყვებოდა კლინიკური სიკვდილისას მათი ცნობიერების მდგომარეობის შესახებ. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალ Resuscitation-ში. 2060 […]

მეცნიერებმა შესაძლოა სიკვდილის ხუთი წლით ადრე წინასწარმეტყველების ინსტრუმენტს მიაკვლიეს

ასაკოვან ადამიანებში სუნის გარჩევის შეუძლებლობა, წარმოადგენს სიკვდილის ძლიერი პროგნოზირების ფაქტორს, ამბობენ ამერიკელი მეცნიერები. 5 წლის განმავლობაში კვლევების მონაწილეების 39 პროცენტი გარდაიცვალა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ვერ შეძლეს ყნოსვის უმარტივესი ტესტის გავლა. მათ ვისაც ჯანმრთელი ყნოსვა აღმოაჩნდათ, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 10 პროცენტი შეადგინა. მეცნიერებმა დასკვნები წარმოადგინეს ჟურნალ PLoS One-ში. 2005-2006 წელბში ექიმებმა ხანშიშესულ ამერიკელებს (57-85 […]