გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებისას ტვინში კალციუმის რაოდენობა იმატებს

დროზოფილებზე ექსპერიმენტებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებისას ტვინის გარვეულ სტრუქტურებში, რომლებიც მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებელნი, კალციუმის დონე იწევს. ნეიროფიზიოლოგებმა სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტიდან (ა.შ.შ) შეძლესდაეფიქსირებინათ “მეხსიერების კვალი” — ტვინში ბიოქიმიური ცვლილებები, რომლებიც ხდება გრძელვადიანი მეხსიერები ფორმირებისას. ექსპერიმენტებისათვის მათ გამოიყენეს დროზოფილები, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირება. ასეთი მწერების შედარებისას ნორმალურებთან აღმოჩნდა, რომ გრძელვადიანი მეხსიერება ტოვებს “კალციუმის კვალს” […]
შეიძლება თუ არა შეხება “გახდეს” მხედველობა?
ნეიროფიზიოლოგების ექსპერიმენტში მონაწილე ბრმებს რომლებსაც ჰქონდათ საშუალება დაენახათ, არ შეეძლოთ შეეთავსებინათ ვიზუალური და ტაქტილური ფორმები ერთმანეთთან, მაგრამ ამას ძალიან მალე სწავლობდნენ. 1688 წელს ირლანდიელმა ერუდიტმა და მოყვარულმა ფილოსოფოსმა უილიამ მოლინიეს წერილში ჯონ ლოკს დაუსვა შემდეგი შეკითხვა: შეუძლია თუ არა დაბადებიდან ბრმას, თუ ავუხელთ თვალებს, გაარჩიოს სფერო კუბისგან? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ განაპირობებს თუ არა მანამდე […]
გახსნილია გრძელვადიანი მეხსიერების მოლეკულური მექანიზმი

გრძელვადიანი მეხსიერების საფუძველი, ნეირონების თვისებაა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მათ ერთმანეთში დიდი ხნით შეუძლიათ კონტაქტის შენარჩუნება. როგორც აღმოჩნდა მისი ფორმირება ხდება აქტინური ციტოჩონჩხის ხარჯზე, რომელიც უზრუნველყოფს ნეირონული კონტაქტის სიმყარეს, მოკლე ნერვული იმპულსის საპასუხოდ. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის გრძელვადიანი მეხსიერების საფუძველს ე.წ გრძელვადიანი პოტენციაციის მოვლენა წარმოადგენს. მისი არსი — ნეირონებს შორის ხანგრძლივ შეერთებაში მდგომარეობს, რომელიც ინახება […]
იმუნური უჯრედებით შესაძლოა კიბოს “შეუტიოთ”

მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ იმუნურ უჯრედებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის გადაცემა. ორგანიზმში უცხო სუბსტანციის შეღწევისას (ბაქტერია ან სხვა პატოგენი) ფორმირდება საპასუხო იმუნური რეაქცია, რომლის დროსაც ზოგიერთი იმუნური უჯრედი იღებს კონკრეტული გამღიზიანებლის ამოცნობის საშუალებას. ასევე, როგორც აღმოაჩინა კრის პერიშმა კოლეგებთან ერთად, მათ შეუძლიათ მათი უნარების სხვა იმუნური უჯრედებისათვის გადაცემა — მათ, რომლებსაც “სპეციალიზაცია” ჯერ არ […]
მკვლევარები აუტიზმის ბუნების გარკვევას ცდილობენ

მეცნიერთა ჯგუფმა, ვალერი ჰუ-ს ხელმძღვანელობით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ), დაადგინეს, რომ ქალის და კაცის სასქესო ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვანი გენის ექსპრესიას, მექანიზმის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ აუტისტებში ტესტესტერონის დიდი რაოდენობის დიდი ოდენობა, არამედ ისიც თუ რატომ ავადდებიან ამ დაავადებით უფრო მეტად მამაკაცები. გენი RORA ახდენს ახდენს ცილის კოდირებას, რომელიც მუშაობს როგორც გენის ექსპრესიის […]
შემოთავაზებულია დამწვრობის მკურნალობის ახალი მეთოდი

დღესდღეობით, დამწვრობების მკურნალობისას რამდენიმე კვირა მხოლოდ იმაში იხარჯება, რომ შეიქმნას აუტოგენური ტრანსპლანტატი რომელიც დახურავს ჭრილობას. მაგრამ ეხლა უკვე რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის პროდუქტის წყალობით, ეს დრო შესაძლოა რამოდენიმე დღემდე დავიდეს. თავიდან მეცნიერებმა პაციენტის აიღეს ჯანმრთელი კანის ნაჭერი და მისგან გამოყვეს კანის უჯრედები, ღეროვანი უჯრედების ჩათვლით. შემდეგ დადგა “კანის პისტოლეტის” რიგი: მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებით დატენეს სტერილური შპრიცი, […]
პირველად, გამოვლენილია მცენარეების ადაპტაციის გენი

დევიდ სოლტმა პერდიუს უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) გაარკვია, თუ როგორ ადაპტირდებიან მცენარეების ცუდ გარემოსთან გენეტიკურ დონეზე. რამდენიმე წლის წინ პროფესორმა აღნიშნა, რომ Arabidopsis thaliana-ის კარგად შესწავლილი ერთ-ერთი სახეობას შეუძლია არსებობა ნატრიუმის მაღალი შემცველობის გარემოში. მეცნიერმა თესლებისგან გამოზარდა 300-ზე მეტი ასეთი ტიპის მცენარე, რომელიც შეგროვილი იყო მთელს ევროპაში. მცენარეების გამოყავდა უმარილო მიწაში და ის დროდადრო ზომავდა ფოთლებში ნატრიუმის […]
მეცნიერებმა გულით უეცარი სიკვდილის მიზეზს მიაკვლიეს

მეცნიერებმა სიდნეიში (ავსტრალია) ვიქტორ ჩანგის ინსტიტუტიდან მიუახლოვდნენ იმის გაგებას, თუ როგორ კონტროლდება გულის შეკუმშვის რიტმი და რატომ ხდება, რომ ბევრი ფართოდ გავრცელებული მედიკამენტი შეიძლება პოტენციურად სასიკვდილო არიტმიის მიზეზი გახდეს ( ანტიბიოტიკები, ანტიგისტამინური და ანტიფსიქიკური საშუალებები). კონკრეტულად, მკვლევარებმა შეძლეს გაერკვიათ, თუ როგორ ფუნქციონირებს “კარები”, რომელიც ხსნის და კეტავს ერთ-ერთ ძირითად არხს, რომლიდანაც გულს მიეწოდება ელექტრული იმპულსი. […]
პირველად შექმნილია გენი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს!

ღვიძლის ჩხირების კოლონები (Estafilococa-ის ფოტო). წინა წლის მაისში ექიმებმა კრეიგ ვენტერას ინსტიტუტიდან(ა.შ.შ) განაცხადეს ისტორიაში პირველი “სინთეტიკური უჯრედის” შექმნის შესახებ: გენომის ხელოვნური კლონი გადანერგეს დნმ წინასწარ მოშორებულ ბაქტერიაში, რომელმაც ეს შემდეგ მემკვიდრეობით გადასცა. ეს იყო ნამდვილი გარღვევა, მაგრამ ექსპერიმენტში მაინც გენომის კლონი იყო გამოყენებული, რომელიც ბუნებაში არსებობს, ხოლო უკვე მაიკლ ხეხტმა და მისმა კოლეგებმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან […]
შესაძლოა გენები გარკვეულ როლს თამაშობენ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენები შეიძლება ტამაშობდნენ გარკვეულ როლს მეგობრულ ურთიერთობებში. კვლევისათვის მასალად გამოიყენეს ექვსი გენის მონაცემები, რომლებიც მიიღეს დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანისაგან. ყველა გენში მეცნიერებს აინტერესებდათ ერთი ერთნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი (single-nucleotide polymorphism, SNP). იმის შემდეგ, რაც ავტორებმა გაითვალისწინეს გენეტიკური მსგავსებები, რომლების გამომწვევიცაა სქესი, ასაკი, რასობრივი წარმომადგენლობა და სხვა საერთო წარმომავლობა, აღმოჩნდა საინტერესო კანონზომიერება: ადამიანები, რომლებიც […]
