შექმნილია ხელოვნური ერითროციტები

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ნანონაწილაკები, რომლებიც სრულიად იმეორებენ ერითროციტების ძირითად მახასიატებლებს. ახლადგამოგონებული ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც ცნობილია PRINT (Particle Replication in Non-wetting Templates)-ის სახელით, ჯოზეფ დესიმონმა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა ისწავლეს ძალიან თხელი ჰიდროგელური ნაწილაკების დამზადება, რომლებიც იმეორებენ სისხლის წითლი უჯრედების ზომას, ფორმას და მოქნილობას. ნაწილაკებიზე ექსპერიმენტი ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა, ანუ ზუსტად არ არის ცნობილი […]
ჟურნალმა Science დაასახელა წლის უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მოვლენები

მაკროსკოპიული მექანიკური ოსცილატორის კვანტური “ქცევის” გამოკვლევა ჟურნალ Science-ის მიერ დასახელდა 2010 წელს ყველაზე უფრო ღირებულად. ამ სამუშაოს ავტორები არიან ფიზიკოსები სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც თავიანთი ნამუშევარი გამოაქვეყნეს Nature-ში. მათი მიერ ამორჩეული მექანიკური სისტემა, მინიატურულ ტრამპლინს წააგავდა, რომლის ზომაცაა 30 მკმ, რომლის ცენტრშიც არის პიეზოელექტრული მასალის ფენა, ხოლო მის გვერდებზე ალუმინის ფენებია განთავსებული. კვანტური მექანიკის სპეციალისტებისათვის, […]
მიკროჩიპი განკურნავს ქრონიკულ ტკივილს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ტკივილის სიგნალების “შეჩერება” ადამიანის ნერვულ სისტემაში. ჩიპის მთავარ უპირატესობად ითვლება მისი კომპაქტურობა. ჩიპი შემუშავებულია ავსტრალიის კომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ნაციონალურ ცენტრში (NICTA). თუ ანალოგიური მოწყობილობების ზომა ასანთის კოლოფის ზომისაა, ავსტრალიელების გამოგონების ზომა სულ რაღაც 1,22 მმ-ია. მისი გარსი შედგება ორგანიზმისთვის უსაფრთხო პოლიმერული ბოჭკოებისაგან, ამიტომ მისი იმპლანტაცია შესაძლებელია ადამიანის ნერვულ […]
Google-მა ადამიანის სხეული გადაიყვანა 3D-ში

კომპანიამ წარმოადგინა ახალი ნამუშევარი, რომელიც იძლევა საშუალებას, ვნახოთ და შევისწავლოთ ადამიანის ანატომია დეტალებში, ეს ყველაფერი ჩვენი ვებ-ბრაუზერიდან. ასევე სამგანზომილებიანი გრაფიკით, დამატებითი პლაგინების Java ან Flash-ის გარეშე. პროგრამა Google Body Browser დემონსტრირებული იქნა კონფერენცია WebGL Camp-ზე, რომელიც შედგა 14 დეკემბერს. იმისათვის, რომ პროგრამამ იმუშაოს ბრაუზერს უნდა ჰქონდეს WebGL სტანდარტის მხარდაჭერა, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ Chrome, Firefox და […]
გრიპით დაავადებისას იმუნურმა სისტემამ შეიძლება ადამიანის საზიანოდ იმოქმედოს

მეცნიერების ჯგუფმა ამერიკიდან და არგენტინიდან ახსნეს, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ღორის გრიპის პანდემიის გავრცელებისას ყველაზე მძიმედ დაავადება ფიზიკურად ჯანმრთელმა და ძლიერმა შუა ხნის ადამიანებმა და ახალგაზრდებმა გადაიტანეს. ეს კანონზომიერება საკმაოდ ადრე გამოვლინდა, და აშკარად პარადოქსულად გამოიყურება: რადგან თუ ვიმსჯელებთ ლოგიკურად ახალგაზრდა ადამიანების ორგანიზმი უფრო აქტიურად უნდა ებრძოდეს დაავადებას და ადვილადაც გადაჰქონდეს მისი შედეგები. “ამის […]
ტელომერაზა “აახალგაზრდავებს” თაგვების ორგანოებს და ქსოვილებს

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბიოლოგების მიერ ტელომერაზას ფუნქციის აღდგენაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დადებითად იმოქმედა თაგვების დაბერებულ ორგანიზმზე. ტელომერაზა ქვია ფერმენტს (ტრანსკრიპტაზის საპირისპირო), რომელიც ხელს უშლის ქრომოსომების ბოლოების შემცირებას (ქრომოსომების ბოლოებს ტელომერები ქვია). ისინი მცირდებიან ზომაში უჯრედის თითოეული გაყოფისას, რასაც საბოლოოდ მის დაღუპვამდე მივყავართ. ფერმენტით ექსპერიმენტებს ატარებენ ღეროვან, სასქესო და გარკვეულ სხვა ტიპის უჯრედებზე, რომლებისთვისაც აუცილებელია მუდმივი […]
შექმნილია მიკროსკოპი, რომელითაც შეიძლება მოლეკულის დანახვა და გაზომვა

აიოვას შტატის უნივერსიტეტში (ა.შ.შ) შექმნეს მიკროსკოპი, რომელიც ბიოლოგებს მისცემს ცოცხალი ორგანიზმების მოლეკულებად შესწავლის საშუალებას. წარმოიდგინეთ: უჯრედების ზედაპირზე არის ცილები, რომლებსაც ქვია კადჰერინი (მოკლედ ეს არის Ca2+ გლიკოპროტეინი რომელიც არის უჯრედშორის კონტაქტებში). ისინი აძლევენ უჯრედებს იმის საშუალებას რომ იყვნენ ერთად. ყველა ტიპის უჯრედს თავისი კადჰერინი აქვს. ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები აკვირდებიან და ზომავენ ამ ცილებს, […]
მეცნიერებმა შესაძლოა მალე ცუდი მოგონებების ტაბლეტებით წაშლა შეძლონ

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) თანამშრომლებმა, შესაძლოა, ნამდვილი სამედიცინო გარღვევა მოახდინონ: როგორც აღმოჩნდა, თუ ტვინიდან წაშლი გარკვეულ რეცეპტორულ ცილებს, რომლებიც პასუხისმეგებლნი არიან შიშზე, ადამიანს ძალიან გაუადვილდება ფსიქიკის მატრამვირებელი მოგონებებისგან განთავისუფლება. ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება ძალადობის მსხვერპლებისათვის, მეომრებისათვის და ა.შ. საჭიროა მხოლოდ საჭირო ტაბლეტების გაყიდვაში გამოსვლამდე მოთმენა. აღნიშნული ცილები წარმოიქმნება მტკვივნეული მოგონებების ფორმირებისას და მკვლევარების თქმით, […]
ჩიპი-იმპლანტი უბრუნებს ბრმებს მხედველობას

ტუბინგენის უნივერსიტეტის (Universität Tübingen) მკვლევარებმა და გერმანული კომპანია Retina Implant-ის სპეციალისტებმა შიმუშავეს ჩიპი-იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია ბრმისთვის მხედველობის დაბრუნება. ჩიპის ზომაა 3х3 მმ მას აქვს 1520 ზემგრძნობიარე შუქდიოდი და ის მაგრდება პაციენტის თვალის ბადურაზე, ხოლო წარმოქმნილი იმპულსები უშუალოდ მხედველობით ნერვს მიეწოდება. პაციენტებზე კლინიკურმა კვლევებმა, რომლებსაც თვალის გუგის უჯრედების დეგენარაცია ჰქონდათ, აჩვენეს, რომ იმპლანტირების შემდეგ პაციენტს უკვე შეეძლო სხვადასხვა […]
ადამიანს შეუძლია ცალკეული ნეირონების კონტროლი

ამერიკელმა ნეირობიოლოგებმა ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ ადამიანს შეუძლია თავის ტვინი კონკრეტული ნეირონების აქტივობის კონტროლი. ცდების დაგეგმვისას, ავტორები ორიენტირდებოდნენ თავის ძველ ნამუშევრებზე. 2005 წელს მათ შეძლეს გაერკვიათ, რომ ცალკეულ ნეირონებს შეუძლიათ “ცნობა”, ადამიანის, სხვადასხვა ობიექტების, მათ ერთ მოხალისეს აღმოუჩინეს “ჰალი ბერის ნეირონი”, რომელიც აქტიურდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მას ანახებდნენ მსახიობის ფოტოს. კიდევ სამი წლის შემდეგ მეცნიერებმა წარმოადგინეს […]
