Sony გამოუშვებს ფლაგმანურ სმარტფონს LT30-ს

ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომპანია Sony Mobile Communications გამოუშვებს ფლაგმანურ სმარტფონს LT30-ს. იუწყებიან, რომ ფლაგმანური აპარატი მიიღებს სენსორულ დისპლეის 4,6-დიუმიანი დიაგონალით, რომლის გარჩევადობაც იქნება 720×1280 წერტილი. ნახსენებია 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080p ფორმატში. სმარტფონის აღჭურვილობაში, ასევე შევა წინა კამერა, რომელსაც შეეძლება მატერიალების გადაღება 720р ფორმატში. მოდელ LT30-თვის გათვალისწინებულია MHL (Mobile High-Definition […]
