Android-მა iOS ძალიან შორს ჩამოიტოვა

Android პლატფორმას უკვე ტოლი არა ყავს სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. IDC-ის ანალიტიკოსების მონაცემებით სმარტფონების მიწოდება ანდროიდის ბაზაზე 2013 წლის მეორე კვარტალში 73,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის სულ მიწოდებული 187,4 მილიონი Android სმარტფონი. ეს ბაზარზე მიწოდებული ჭკვიანი ტელეფონების 79,9 % შეადგენს. LG G2-ის ანონსი კი უფრო გააძლიერებს ინტერესს ლიდერი საოპერაციო სისტემის მიმართ.