წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]

Microsoft: Internet Explorer 9 ფინალური რელიზი

როგორც კომპანია მაიკროსოფტის დეველოპერების IE სამუშაო ჯგუფის ბლოგში 14 მარტის პოსტშია ნათქვამი გამოვიდა უკვე დიდი ხანი ბეტა ტესტირების ფაზაში მყოფი ბრაუზერის Internet Explorer 9 -ის ფინალური ვერსია. ბრაუზერის ახალი ვერსიის პიარ კამპანია მიმდინარეობს საიტზე http://www.beautyoftheweb.com/ სადაც უამრავი მომხმარებლის ვიდეოა, რომელიც ახალი ბრაუზერის შესახებ გვიზიარებს თავის აზრს და ასევე განთავსებულია ჩამოსატვირთი ბმულები 39 სხვა და სხვა ენაზე. […]