BlackBerry Leap – კომპანიის ახალი სენსორული სმარტფონი

რესურსმა CrackBerry გაამღჟავნა ინფორმაცია მოსალოდნელი ახალი სმარტფონის BlackBerry Leap-ის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარადგინონ MWC 2015-ის გამოფენაზე. ამ მოწყობილობის შესახებ ხმები უკვე დადიოდა და და ვრცელდებოდა სახელით BlackBerry Rio, დღეს ეს ხმები დადასტურდა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებაც გავრცელა ინფორმაცია. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე BlackBerry 10. დივაისი აღჭურვილი იქნება მთლიანი სენსორული ეკრანით. თუმცა, გავრცელებული იყო ჭორები, რომ […]
Acer გვპირდება, რომ MWC 2015-ზე წარმოადგენს Windows 10-ზე მომუშავე სმარტფონს

მიუხედავად იმისა, რომ Acer დღევანდელ მსოფლიოში არ არის წამყვანი მწარმოებელი სმარტფონებისა, კომპანია არ აპირებს ბრძოლის გარეშე დატოვოს მობილური ბაზარი. ბოლო პერიოდში, ტაივანური მწარმოებელი კომპანია კონცენტრირებული იყო Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის შექმნაზე, თუმცა, როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ რაღაც ახალს. გამოცემა Focus Taiwan-ის ცნობით, MWC 2015-ის გამოფენაზე, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება, Acer აპირებს წარმოგვიდინოს თავისი პირველი […]
Wei Yan Sofia – სმარტფონი Windows 10 და Android 5.0 საოპერაციო სისტემებით

როგორც იქნა ასრულდა ჩემი ოცნება და წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ვინმე ოდესმე გამოუშვებდა უნივერსალურ სმარტფონს, რომელიც ერთზე მეტ საოპერაციო სისტემაზე იმუშავებდა. ასეთი გაჯეტი გახდა ბიუჯეტური ტელეფონი SoFIA (Smartphone or Featurephone on Intel Architecture) Intel-ისგან. მოწყობილობა მიიღებს 5-დიუმიან ეკრანს FullHD გაფართოებით, 2 გიგაბაიტ ოპერატუყლს, 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებას, 13 მეგაპიქსელიან მთავარ და 5 მეგაპიქსელიან სელფ კამერას […]
Ubuntu-ს პირველი სმარტფონი ევროპულ ბაზარზე შემდეგი კვირიდან გაიყიდება

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=-dpfHYpfEXY[/youtube] დიდხანს დაკარგული ოპერაციული სისტემა Ubuntu, რომელიც პირველად ორი წლის წინ გამოჩნდა საბოლოოდ უერთდება ანდროიდ ბაზარს. Canonical-მა Meizu-სთან და BQ-სთან ერთად გასულ თებერვალს დაიწყო მუშაობა ახალი სმარტფონის შექმნაზე. პირველი Ubuntu-ს ტელეფონი Aquaris E4.5 იქნება. BQ-ს იაფფასიანი ტელეფონი, რომელიც ანდროიდის სისტემაზე იმუშავებს. Aquaris 4.5 Ubuntu Edition-ს აქვს 4.5 დიუმიანი qHD გამოსახულება 540 x 960 რეზოლუციით, 1.3GHZ quad-core MediaTek A7 პროცესორი, […]
LG G3, G Watch R და 4K OLED ტელევიზორი დეტექტიური ისტორიების გმირები გახდნენ

კომპანია LG Electronics-მა, კამპანიის ფარგლებში “ვინ ჩაშალა ჯენის ქორწილი”, წარმოადგინა მაღალი ხარისხის გამოსახულება თავის ახალ Ultra HD 4K OLED ტელევიზორის რკალისებულ ეკრანზე, სმარტფონზე LG G3 და საათზე G Watch R. წამოწყლებული კამპანია ვიდეორგოლში გვიყვება საიდუმლო დეტექტიურ ისტორიას. ვიდეორგოლი გადაღებულია LG G3-ით. LG-ის რკალისებურმა ტელევიზორმა კი წარმოაგდინა შესაძლებლობა თითოეული დეტალის აღსაქმელად. G Watch R კი დეტექტივის […]
HTC-ის დირექტორის განცხადებით iPhone მოსაწყენი მოწყობილობაა

ამ კვირის დასაწყისში Apple-მა გამოაქვეყნა თავისი ფინანსური შედეგები. ფაქტებზე დაფუძნებით მიიღო გასაოცარი შედეგი: 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე გაიყიდა 74,5 მილიონი iPhone (iPhone 6 და iPhone 6 Plus რა თქმა უნდა ვარსკვლავები იყვნენ). ჯეფ გორდონმა, HTC-ის დირექტორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, Apple-ს მიულოცა ეს მიღწევები. ამასთანავე, განაცხადა, რომ iPhone-ს თვლის ძალიან მოსაწყენ მოწყობილობად. მისი სიტყვებით Apple-ს სმარტფონი […]
LG G4 შესაძლებელია გახდეს პირველი სმარტფონი 3K ეკრანით

LG-მ შარშან წარმოგვიდგინა სმარტფონი LG G3, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო Quad HD (2560×1440პიქსელი) გარჩევადობით. ფლაგმანის რელიზის შემდეგ, მწარმოებლებმა მასიურად დაიწყეს QHD ეკრანიანი ტელეფონების წარმოება. ამგვარად, LG G3 გახდა ამგვარი მობილური მოწყობილობის სტანდარტი, როგორც არის Samsung Galaxy Note 4 და Google Nexus 6. ახლა მომხმარებლები დაინტერესებულები არიან, შეძლებს თუ არა LG G4 გახდეს ასეთივე წარმატებული მოწყობილობა […]
Huawei Ascend P8 15 აპრილს ლონდონში გამოვა

ბევრი არაა ცნობილი Huawei-ს შემდეგი Ascend P სმარტფონის შესახებ, მაგრამ კომპანია Huawei-მ უკვე გამოაქვეყნა მისი გამოსვლის თარიღი. Ascend P8 15 აპრილს ლონდონში გამართულ ივენთზე გამოვა, აცხადებს ჯერი ჰუანი, კომპანია Huawei-ს კომუნაკაციების დირექტორი.იმის მაგივრად, რომ კომპანიას ახალი სმარტფონი Mobile World Congress-ზე ეჩვენებინა, მათ ცალკე პირადი ივენთის ჩატარება ევროპაში გადაწყვიტეს. გასულ წლებში კომპანია Huawei-მ P6 ლონდონში გამოუშვა, P7 კი პარიზში. ევროპული ბაზარი […]
Exynos 7420 ყველა რეკორდს ხსნის

როცა კომპანია Samsung-მა დააანონსა Exynos 7 64-ბიტიანი ჩიპსეტი გასული წლის ბოლოს, არავის არ ქონდა წარმოდგენა მისი შესაძლებლობების შესახებ. ბურუსით მოცული Samsung-ის მოწყობილობა Exynos 7420 ჩიპსეტზე გატარეს Geekbench პროგრამის ქვეშ და მან დღეისათვის არსებული ყველა ანდროიდ მოწყობილობაზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა. ერთ-ბირთვიან ტესტირებაში Exynos 7420 ჩიპმა 1520 ქულა აიღო, რაც უფრო მეტია ვიდრე ყველა ანდროიდ მოწყობილობა […]
ZTE-მ წარმოადგინა Blade S6 4G LTE სმარტფონი

ZTE-მ წარმოადგინა მისი უახლესი სმარტფონი, რომელიც ბიუჯეტურ კლასს განეკუთვნება. Blade S6 ასევე არის ერთ-ერთი პირველი საშუალო კლასის სმარტფონია Android 5.0 Lollipop-ის მხარდაჭერით. ZTE Blade S6-ს აქვს 5,0 ლამინირებული HD ეკრანი, რომელიც 1280×70-ზე გარჩევადობისაა, მას აქვს Qualcomm Snapdragon 615 – რვა ბირთვიანი პროცესორი და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება microSD ბარათების სლოტით. აღსანიშნავია 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, […]
