რატომ არის მაუსის კურსორი დახრილი?

ერთი შეხედვით ეს კითხვა სულელურადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დააკვირდებით ყველა საოპერაციო სისტემაში შენარჩუნებულია ეს სტილი. იქნებ უფრო კარგია ის ვერტიკალური იყოს? საქმ იმაშია, რომ მაუსის გამომგონებელი დუგლას ენგელბარტი სინამდვილეში კურსორს ვერტიკალურად გამოსახავდა როგორც ყველაზე ლოგიურ ვარიანტს მონიშვნისათვის და სხვა მანიპულაციებისათვის. საოპერაციო სისტემის გრაფიკული ინტერფეისი პირველად კომპანია Xerox-ში გაკეთდა მათი სამეცნიერო კვლევითი განყოფილების მიერ […]

უხილავი მაუსი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მორიგი საოცარი გამოგონება — Mouseless, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი მაუსებისაგან. ინფრეწითელი ლაზერისა და ინფრაწითელი კამერის საშუალებით Mouseless იძლევა ეკრანზე კურსორის მართვის შესაძლებლობას, უბრალოდ საჭიროა მომხმარებელმა გააკეთოს მაუსის ღილაკებზე დაჭერის სიმულაცია. სიახლე ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მარტივია. მსგავსი ტექნოლოგია უკვე გამოიყენა კომპანია Microsoft–მა მოწყობილობა Kinnect–ში. httpvhd://www.youtube.com/watch?v=4vcb63zyKcA წყარო pranavmistry.

Razer-მა გამოუშვა სათამაშო მაუსის ვერსია DeathAdder ცაციებისთვის

კომპანია Razer–მა გამოუშვა მეორე თაობის სათამაშო მაუსი DeathAdder ცაციებისთვის. სიახლის დიზაინი არის — «სარკისებრი ანარეკლი» — Razer DeathAdder–ის ჩვეულებრივი მოდიფიკაციით, მაგრამ მოდელის სპეციფიკა არ შეცვლილა: მოწყობილობა ისევ აღწურვილია ხუთი პროგრამული კლავიშით, ინფრაწითელი სენსორით Precision 3.5G რეზოლუციით 3500 dpi, მოოქროვილი USB–შემაერთებლით. მანიპულატორის ზომებია — 128x70x42,5 მმ. მოწყობილობის შეძენა შეერთბულ შტატებში შესაძლებელია $60, ხოლო ევროპაში — €60. გამოყენებულია Razer–ის მასალები.

Defender Rider 205 Nano: უკაბელო ოპტიკური მაუსი

რუსულმა ბრენდმა Defender–მა წარმოადგინა უკაბელო ოპტიკური მაუსი Rider 205 Nano. სიახლეს აქვს ორი სტანდარტული კლავიში და მბრუნავი გორგოლაჭი. გარდა ამისა, მაუსის კორპუსზე მოთავსებულია გადამრთველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ ორი მგრძნობიარე სენსორული რეჟიმიდან ერთ–ერთი (500 ან 1 000 dpi). PC-თან შესაერთებლად განკუთვნილია მინიატურული USB-რადიომიმღები, რომელიც მუშაობს 2,4 გჰც სიხშირეზე. მანიპულატორის ტრანსპორტირების დროს მისი შენახვა შეიძლება კორპუსის სპეციალურ […]