Firefox-ში Oculus Rift VR-ის მხარდაჭერა გამოჩნდა

გასულ წელს Mozilla Firefox-ის ექსპერიმენტულ ვერსიაში გამოჩნდა ვებზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის აპლიკაციების მხარდაჭერა Oculus Rift VR-ის საშუალებით. ახლა უკვე მხარდაჭერა გადმოვიდა ყოველდღიურ და დეველოპერულ ვერსიებშიც. Mzoilla საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავს WebVR-ის განვითარებაში, საექსპერიმენტო API, რომელიც ამარტივებს ბრაუზერის მოწყობილობასთან კავშირს უკვე მუშა მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით მუშაობს Google-იც მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს სტანდარტული პროტოკოლი ბრაუზერებს შორის თავსებადობის […]
რომელი ბრაუზერია ყველზე პოპულარული ქვეყნების მიხედვით
statcounter.com-ის სტატისტიკური მონაცემებით მარტივად შეიძლება შევაფასოთ ბრაუზერების რეიტინგები როგორც მთელს მსოფლიოში ასევე კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით. მსოფლიო რუკაზე რომელიც ამ პოსტში არის გამოქვეყნებული მწვანე ფერით Google Chrome-არის მონიშნული, სტაფილოსფერი შესაბამისად არის Firefox, ცისფერი – Internet Explorer და ნაცრისფრად Safari არის მონიშნული.
პირველი ვიდეოზარი Chrome Firefox !
“გამარჯობა Chrome ! Firefox გირეკავს” – აი როგორი მესიჯი გამოჩნდა Mozilla-ს ოფიციალურ ბლოგზე. WebRTC სპეციფიკაციის მხარდაჭერა Chorme 25 Beta და Firefox Nightly-ში იმდენად დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ შესაძლებელი გახდა ერთმანეთთან ხმოვანი და ვიზუალური კავშირის დამყარება RTCPeerConnection-ის საშუალებით.
Firefox 16 – Reader for Android, Voice Over for Mac და Web აპლიკაციების მხარდაჭერა
Mozilla-მ იცის თუ როგორ უნდა აუბას მხარი განვითარებას და Firefox 16-ის ბეტა ვერსიის გამოშვების შემდეგ მან გამოუშვა მა ბრაუზერის ფინალური ვერსია სადაც მან განახორციელა Web აპლიკაციების მხარდაჭრა. მასში არის წაკითხვის რეჟიმის Android პლატფორმისათვის და ხმოვანი რეჟიმი Mac-ის მომხმარებლებისათვის.
გამოვიდა Firefox 11
იმის გარდა, რომ დაემატა სრულ-კრანიანი პროგრამები გვპირდებიან, რომ ის უფრო სტაბილურად იმუშავებს და შეძლებს სანიშნებისა და cookie-ების გადამოტანას Chrome-დან. ასევე შესაძლებელი გახდა მოდულების სინქრონიზაცია, რამოდენიმე ბრაუზერს შორის. დეველოპერებისთვის დაემატა Style Editor, ფაილების საცავი IndexedDB-ში და SPDY პროტოკოლის მხარდაჭერა საიტების უფროს სწრაფი ჩატვირთვისთვის. ასე რომ განაახლეთ პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან ან მიმართეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულს. წყარო: Firefox
Internet Explorer – აგრძელებს დაცემას
Microsoft-ი ყველა ღონეს ხმარობს, რომ Internet Explorer 9 გახდეს პირველადი ბრაუზერი მომხმარებლებისთვის, თუნდაც უკან მოიტივოს IE6. თუმცა ეს მცდელობა ჯერ-ჯერობით უშედეგოა. გლობალური მასშტაბით მისი ბრაუზერის რეიტინგი სტაბილურად ეცემა. Net Applications-ის მონაცემების მიხედვით მისი წილი სექტემბერში 54,4 პროცენტამდე დაეცა. დაკარგული წილი ყველაზე მეტი Google Chrome-ს ერგო, რომლის მაჩვენებელიც 16.2 %-მდე გაიზარდა.
