შექმნილია მრტ-მოდელი, რომელსაც ადამიანის მიერ ნანახი მოძრავი გამოსახულებების რეკონსტრუქცია შეუძლია

მეცნიერები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ადამიანის მხედველობითი სისტემის ციფრული ვერსიის აწყობას. მკვლევარებმა კალიფორნიის უნივერსტეტიდან ბერკლიში (ა.შ.შ) შექმნეს ალგორითმი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ფუნქციონალურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან ერთად (მრტ) ჩვენს მიერ დანახული მოძრავი სურათები ასახვისათვის. ნეირობიოლოგები უკვე რამოდენიმე წელია იყენებენ მრტ-ს ადამიანის მხედველობითი სისტემის შესასწავლად, ტვინში კონკრეტულად სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის ცვლილებაზე დაკვირვებით. მაგრამ ეს მეთოდია კარგია მხოლოდ […]
