Google Android-ს მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი ექნება

მრავალამოცანიანობა ძალიან სასარგებლო ფუნქციაა მობილური მოწყობილობისათვის, მაგრამ მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი გაცილებით უკეთესი იქნება, რომელსაც მალე ვიხილავთ Android ოპერაციულ სისტემაში. Google Android-ის გუნდი მუშაობს მრავალ-ფანჯრიან ფუნქციონალზე პლანშეტებისათვის და სმარტფონებისთვის. ჯერ-ჯერობით ოფიციალური დასტური არ არის კომპანიისგან მაგრამ მარტში გაკეთებული ანონსის თანახმად კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
