ორ დღეში სტარტს იღებს Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა. პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან […]

Armored Core V–ის დასავლური რელიზი 2012 წელს შედგება

ექშენ–თამაში, უზარმაზარი საბრძოლო რობოტების მონაწილეობით, Armored Core V იაპონიაში 20 ოქტომბერს გამოვა. პროექტი, PS3–სა და Xbox 360–სთვის, სტუდია From Software–ში (ტოკიო) მუშავდება. იაპონიაში მის გამოსვლაზე თავად From იზრუნებს, ხოლო დასავლურ რელიზზე პასუხს Namco Bandai აგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ამ წელს ვერაფრით გაგვახარებს: «ლოკალიზაცია იმაზე მეტ დროს მოითხოვს, რამდენიც გვსურს, ამიტომ სხვა დანარჩენ რეგიონს 2012 წლამდე მოუწევს ლოდინი», — […]

Hellgate-ის დახურული ბეტა–ტესტირება ივნისში დაიწყება

მიმდინარე წლის დასრულებამდე, შესაძლოა, ონლაინ RPG თამაშის, Hellgate–ის «ტრიუმფალური დაბრუნება» ვიხილოთ. პროექტის ორიგინალი, Hellgate: London, შეგახსენებთ Flagship Studios–ის და Namco Bandai–ს პროდუქტს წარმოადგენს, რომლის რელიზი 2007 წლის 31 ოქტომბერს შედგა. თუმცა თამაში არ აღმოჩნდა მომგებიანი, როს გამოც 2009 წლის იანვარში ყველა სათამაშო სერვერი გაითიშა. საწყის ეტაპზე მოსალოდნელია თამაშის დახურული ბეტა–ტესტირება, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაეწეროს და 3–დან 5 ივნისამდე […]

ექშენ–RPG Dark Souls ოქტომბერში გამოჩნდება

როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა. თამაშის სიუჟეტი […]

Ace Combat: Assault Horizon 14 ოქტომბერს გამოვა

საავიაციო ექშენ–არკადა Ace Combat: Assault Horizon მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. Namco–ს შიდა სტუდიის, Project Aces–ის მიერ დამუშავებული თამაში, მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. დეველოპერები «სრულფასოვან ერთმომხმარებლიან კამპანიასა» და ზოგიერთ მულტიფლეიერულ რეჟიმს გვთავაზობენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც თამაშის წინა სერიებში, აქცენტი მასიურ საჰაერო ბრძოლებზეა გაკეთებული, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. […]

კონსოლური შუთერი Inversion 2012 წლის თებერვალში გამოვა

პირველი სახის შუთერი, Inversion 2012 წლის 7 თებერვალს გამოვა, იუწყება გამომცემლობა Namco Bandai Games. თამაში მხოლოდ PlayStation 3–სა და Xbox 360–კონსლებისთვის მუშავდება. დეველოპერი — 2007 წელს გამოსული TimeShift–ის შემქმნელი, ამერიკული სტუდია Saber Interactive. თამაშის აღწერა შეიძლება მარტივად: Gears of War გრავიტაციული იარაღებით. თუმცა თამაში მთავარი ღირსშესანიშაობა, მაინც დახვეწილი ფიზიკური მოდელია, რის საფუძველზეც აიგება პროექტის ძირითადი […]