IBM-ის ჟელე ანტიბიოტიკებისადმი იმუნიტეტის მქონე ბაქტერიებსაც ანადგურებს
კომპანია IBM უკვე ათწლულებია ქმნის მატერიალებს კომპიუტერული მიკროსქემების წარმოებისთვის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჩიპზე მუშაობისას ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგერთი მატერიალების შეერთებისას წარმოიქმნება დადებითი ელექტრული მუხტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოიკვეთოს სილიკონის ფენა ძალიან მაღალი სიზუსტით, ფაქტიურად ატომურ მასშტაბებზე.
