NASA-ის აპარატმა New Horizons ურანის ორბიტა გადალახა

კოსმოსურმა აპარატმა “New Horizons“, რომელიც პლუტონისაკენ მიემართება, გადაკვეთა ურანის ორბიტა. აპარატს არცერთი სურათი არ გადაუღია, რადგან ის გაზის გიგანტისგან 3,8 მლრდ კილომეტრ მანძილზე იმყოფება ( და დაახლოებით 3 მლრდ კილომეტრზე დედამიწისგან). New Horizons-ი იმყოფება მოლოდინის რეჟიმში. ამის მიუხედავად NASA-ში თვლიან, რომ მიღწეულია მნიშვნელოვან ნიშნულამდე. აპარატმა სტარტი 2006 წლის 19 ივნისს აიღო და გზის ნახევარი უკვე გაიარა. […]
2015 წელს ორბიტაზე გამოჩნდება პირველი ბენზინ გასამართი სადგური თანამგზავრებისათვის

უახლოეს ხუთ წელიწადში კანადური კომპანია MacDonald, Dettwiler and Associates (MDA) აპირებს უპილოტო ხომალდი Infrastructure Servicing (SIS). ის აღჭურვილი იქნება საწვავის ავზებით და მექანიკური მანიპულატორებით, ჩასაჭიდებლად და თანამგზავრის პირველადი შეკეთებისათვის. ამას გარდა მას რათქმაუნდა ექნება მანევრირების საშუალება. SIS იქნება გეოსინქრონულ ორბიტაზე დაახლოებით 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე, სადაც მდებარეობს კოსმოსური აპარატების უმრავლესობა. პროექტის მიზანი ასევე არის კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლა: გამართული […]
მზის ობსერვატორია SDO-მ დედამიწაზე ახალი ოპტიკური ფენომენი “აღმოაჩინა”

სპეციალისტებმა ატმოსფერულ ოპტიკაში ლეს კოულიმ (Les Cowley) და რობერტ გრინლერმა (Robert Greenler) გაშიფრეს NASA-ის მზის ობსერვატორიის Solar Dynamics Observatory (SDO) გაშვებისას მიღებული მონაცემები. SDO გაუშვეს წინა წლის 11 თებერვალს და უკვე ორ თვეში მეცნიერებმა წარმოადგინეს მისი მოწყობილობების მიერ გადაღებული მზის ფოტოები. მაყურებლებმა, რომლებიც შეკრებილები იყვნენ მისე კანავერალის კოსმოდრომთან ახლოს, გაუმართლად და შესაძლებლობა მიეცათ ვიდეოზე გადაეღოთ Atlas […]
პატარა ზომის თანამგზავრები კოსმონავტიკას უფრო ხელმისაწვდომს ხდიან

ტექნოლოგია CubeSat სულ იფრო მეტად ვრცელდება. კვლევითმა ორგანიზაციებმა და მცირე კერძო კომპანიებმა მიიღეს შედარებით იაფი მეთოდი კოსმოსური სივრცის შესასწავლად, “ნანოთანამგზავრის” დეტალების შეძენა მაღაზიაშია შესაძლებელი. CubeSat-ის იდეა შემოთავაზებული იქნა 2000 წელს. ის წარმოადგინეს ინჟინერებმა ბობ ტვიგსმა და ჯორჯ პიუგ-სუარიმ. მოწყობილობა წარმოადგენს კუბს, მისი სიგანეა 10სმ, იწონის არაუმეტეს 1,33კგ-ისა და გავსებულია საკვლევი ელექტრონიკით — ძირითადად მზა IT-პროდუქტებით. […]
ტელესკოპმა “კეპლერი” აღმოაჩინა სისტემა ექვსი ეგზოპლანეტით

NASA-ის კოსმოსურმა ობსერვატორია “კეპლერ“-მა აღმოაჩინა სისტემა ექვსი ეგზოპლანეტით, რომლებიც ბრუნავენ ვარსკვლავ Kepler-11-ის გარშემო. ახალი პლანეტარული სისტემა NASA-ს ტანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მოწვეული იქნა მონაცემების პუბლიკაციისათვის, რომელიც ტელესკოპმა შეაგროვა 2009 წლის 12 მაისიდან 17 სექტემბრამდე. შეგახსენებთ, რომ “კეპლერი” ორიენტირებულია ტრანზიტული მეთოდით ეგზოპლანეტების ძებნისკენ ( ვარსკვლავების ნათების შემცირებით იმ მომენტში, როდესაც რაღაც ობიექტი გაივლის მათ ფონზე). ობსერვატორიის […]
Opportunity-იმ მარსზე მზის ჩასვლა გადაიღო

რობოტ Opportunity-ის მიერ გადმოცემული სურათებით, მეცნიერებმა შექმნეს პატარა ვიდეო, რომელშიც ჩანს მზის ჩასვლა და ფობოსის მიერ მზის დისკის გავლა. პირველი ვიდეო აერთიანებს ამ წლის ოთხ და ხუთ ნოემბერს გადაღებულ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია “მარსმსვლელის” პანორამული კამერით. გადაღებისას გამოიყენებოდა სამი ფილტრი: ერთ-ერთი მათგანი განკუთვნილია მზის დაკვირვებისათვის, ხოლო დანარჩენი ორი გვაწვდიან ინფორმაციას ცის ფერზე. იმისათვის, რომ ვიდეო უფრო […]
წარმოდგენილია დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტების ძებნის ორიგინალური მეთოდიკა

ამერიკელმა ასტრონომებმა იპოვეს პლანეტების ფერების ინფორმაციის მიხედვით პოვნის მეთოდი. სპეციალისტებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფერად განზომილებაში. ამას ორი მიზეზი აქვს: მზის გამოსხივების ატმოსფეროში რელისებური გაბრწყინება, რითიც ცის, ლურჯი შეფერილობა და ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის დაბალი დონე იხსნება. თუ დედამიწას შევადარებთ გაზის გიგანტებს, აღმოჩნდება, რომ მის ატმოსფეროში ცოტაა ინფრაწითელი გამოსხივების მშთანთქავი გაზი […]
დადგენილია 2010 წლის დასაწყისში აღმოჩენილი ასტეროიდების შეჯახების დეტალები

კოლმიური ტელესკოპი “ჰაბლის” მეშვეობით ემერიკელმა და ჰოლანდიელმა ასტრონომებმა განახორციელეს ხანგრძლივი დაკვირვება უჩვეულო ობიექტ P/2010 A2-ზე. P/2010 A2 დააერისტრირეს 2010 წლის 6 იანვარს და გარეგნული ნიშნებით განსაზღვრეს რომ ის არის მოკლევადიანი კომეტა. თუმცა მისი პარამეტრები შეესაბამება ასტეროიდის მთავარ სარტყელს. 29 იანვარს P/2010 A2-ის შესწავლას შეუერთდა “ჰაბლი”. ტელესკოპით გადაღებულ სურათებზე, მკვეთრად გამოჩნდა წერტილოვანი ბირთვი, თხელი მტვრის კუდი […]
მოდელირებულია დიდი მანძილიდან მზის სისტემის დაკვირვების შედეგები

ასტრონომებმა მერილენდის უნივერსიტეტიდან და გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრიდან (ა.შ.შ) შეიმუშავეს მტვრის ღრუბლის ევოლუციის, რომელიც კოიპერის სარტყელში წარმოიქმნება და მოახდინეს ახალგაზრდა მზის სისტემის ინფრაწითელი სურათების სინთეზი. ” წარსულში გადაადგილებით, ჩვენ არა მხოლოდ მზის სისტემის განვითარების რეკონსტრუქციაას ვახდენთ, ასევე ვარკვევთ, როგორ დაინახავს მას მოშორებული ობიექტი”, — აღნიშნავს კვლევების ერთ-ერთი ავტორი კრისტოფერ სტარკი (Christopher Stark). პატარა “ყინულის” ობიექტები, […]
NASA კოსმიური აპარატების გაშვების ჰორიზონტალურ სისტემაზე მუშაობს

კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრმა (ა.შ.შ) შემოგვთავაზა კოსმიური ხომალდების გაშვების ახალი კონცეფცია. წაწვეტებული ფორმის აპარატი, რომელიც აღჭურვილია საჰაერო-რეაქტიული ძრავით, უნდა ფრინდებოდეს თავისით, სპეციალურ ელექტულ რელსებზე გაქანების შემდეგ. როდესაც აპარატი თერთმეტიათას კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს (მ10), ატმოსფეროს ზედა ფენებში აპარატი გაისვრის პატარა კონტეინერს, რის შემდეგაც გადის ორბიტაზე. პროექტის ხელმძღვანელი სტენ სტარი აღნიშნავს, რომ სისტემას არ წირდება ახალი ტექნოლოგიების […]
