NASA ატარებს ძრავის ცდებს, რომელიც მარსზე ფრენებისთვისაა განკუთვნილი

NASA-ის სპეციალისტები გეგმავენ რაკეტებისა და რაკეტამატარებლების მაკომპლექტებელი ნაწილების პირველი ცდების ჩატარებას, რომლებიც განკუთვნილია 2014 წლის ბოლოს ადამიანის მარსზე გასაგზავნად. ზემძიმე რაკეტა-მატარებლის SLS (Space Launch System) ძირითადი კომპონენტები უკვე მზადაა, განაცხადა პროგრამა SLS-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. სააგენტო სამი წლის განმავლობაში ემზადება SLS სისტემების გამოცდებისათვის. NASA-ის სპეციალისტების თქმით, პროექტ SLS-ის და Orion-ის გუნდის წევრები მზად არიან ერთობლივი სამუშაოებისთვის […]
ზონდები GRAIL გავიდნენ მთვარის ორბიტაზე

ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე. ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა GRAIL-B. უახლოეს […]
ბერლინის ქუჩებში თვითმართვადი ავტომობილი გამოჩნდა

გერმანელმა მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ავტონომიურიტრანსპორტული საშუალება დედაქალაქის რეალური მოძრაობის პირობებში. პროექტი MadeInGermany დაიწყო 2007 წელს ჯგუფ AutoNOMOS-ის მიერ, რომელმაც გააერთიანა ინჟინერები და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. მკვლევარების მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომლის მართვისთვისაც ადამიანი საჭირო არ არის. მათ გადააწყვეს Volkswagen Passat Typ 3C და აღჭურვეს იგი სენსორების ნაკრებით, GPS-ანტენით და ასევე ექვსი ლაზერული შორი სენსორით. ავტომობილზე ასევე დამონტაჟებულია ლაზერული […]
მომავლის სამგანზომილებიანი ინტერფეისი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა მომალის სანავიგაციო ინტერფეისი წარმოადგინეს. სახელწოდება AIDA 2.0–ით ცნობილი სიახლე, ნავიგაციის ინტერაქტიული სისტემის კონცეფტს წარმოადგენს, რომელიც კარნახობს მარშრუტს, სწავლობს გზას და გააჩნია სხვა მრავალი ფუნქცია, რომელიც უადვილებს მძღოლს ავტომობილის მართვას. AIDA 2.0–ს, ასევე, შეუძლია უჩვენოს მთლიანი ავტომობილის სხვადასვხა ნაწილები და პირდაპირ მძღოლის თვალწინ, 3 განზომილებაში, გამოსახოს მითითებული რუკა. httpvhd://www.youtube.com/watch?v=zKLAeq1m2TY httpvhd://www.youtube.com/watch?v=huQLyjwskQo დღეისათვის ეს მხოლოდ […]
ამერიკელი პილოტები პერიფერიულ “ღამის” მხედველობას მიიღებენ

“ღამის” მხედველობის ახალი მოწყობილობა სამხედრო და სამოქალაქო მფრინავებს საშუალებას მისცმს არა მხოლოდ მათ წინ მდებარე სივრცის დანახვის საშუალებას, არამედ გვერდებზეც. სიბნელეში ხედვა თვითმფრინავების და ვერტმფრენების პილოტებისათვის ახალი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამ ბოლო დრომდე ამ მოწყობილობის მთავარი პრობლემა იყო მხედველობის არის პატარა არეალი (დაახ. 40 გრადუსი) და დაბალი გარჩევადობა. კომპანია SA Photonics ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს […]
OpenStreetMap – საქართველო
httpvhd://www.youtube.com/watch?v=2C93jVa5EyY დედამიწის რუკაზე სულ მცირე ცარიელი ადგილი რჩება. ახლა უკვე იქ საქართველოც არის. გასულ წელს ორგანიზაციის Open Map Caucasus (OMC) ის მოხალისეების მიერ შექმნილი იქნა საქართველოს ელექტრონული რუქა. რუკაზე 500-მდე ადამიანი მუშაობდა. რუქის ბეტა ვერსია უკვე განთავსებული საიტზე mapspot.ge, ხოლო ფაილები ჩამოსატვირთად დევს საიტზე jumpstartinternetional.org. უკვე დაწყებულია ამ მასშტაბური კარტოგრაფილული ინფორმაციის იმპორტირება საიტზე OpenStreetMap, რაც […]
