Nestle Fitness-ის რეკლამა: ფარული კამერა ლიფში

Nestle Fitness-მა ქალს ჩააცვა ლიფი, რომელზეც მიმაგრებული იყო ფარული კამერა იმისათვის, რომ ეჩვენებინა დღის განმავლობაში რამდენი ადამიანი შეავლებდა მზერას ქალის მკერდს. რატომ გააკეთეს ეს? იმისათვის, რომ ქალმა თვითონაც “შეხედოს” თავის მკერდს, რათა თავიდან აირიდოს მკერდის კიბო. https://www.youtube.com/watch?v=8Gr1OJbidw8 ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მომზადდა და გადაიღეს ეს ყველაფერი. https://www.youtube.com/watch?v=MzWhHZWppTk#t=36

Android Kitkat: მობილური საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია

Google-მა გვამცნო, რომ პოპულარული საოპერაციო სისტემის Android-ის შემდეგი ვერსიის სახელი “KitKat” იქნება. იგივე სახელით შოკოლადის ფილებს აწარმოებს კომპანია Nestle. პირველად მობილური პლატფორმა მიიღებს უცხო სახელს. ამ საკითხზე კონსულტაციები ტექნოლოგიურ გიგანტსა და კვების მრეწველობის უმსხვილეს კომპანიას შორის საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა.