Google და Skrillex სმარტ ქეისებს უშვებენ

Google-მა Android სმარტფონებისთვის წარმოადგინა დამცავი ქეისების ხაზი, რომლებიც შეიმუშავა პოპულარულ ამერიკელ დიჯეი Skrillex-თან თანამშრომბლობით. აქსესუარები გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით: ქეისთან ერთად Google გვთავაზობს ცოცხალ ფონებს, რომელიც დღის განმავლობაში გვაჩვენებს სპეციალური საჰაერო ბურთის სატელიტიდან გადაღებულ დედამიწის სურათებს. სატელიტს სონი მურის ძაღლის პატივსაცემად, Nanou დაარქვეს. ქეისებზე არის სპეციალური ღილაკი, რომელიც სმარტფონზე გახსნის Skrillex-ის YouTube არხს. ამ ღილაკის ფუნქციონალის […]

Google მობილური ოპერატორი გახდა

კომპანია Google-მა საკუთარი მობილური ოპერატორი Project Fi  გაუშვა. სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ Nexus 6 სმარტფონების მფლობებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ მოსაწვევებით. მომხმარებლებს 20 დოლარად შეუძლიათ განახორციელონ ულიმიტო ზარები ქსელის შიგნით და გააგზავნონ SMS-ები უფასოდ, ინტერნეტთან წვდომა კი 10 დოლარი ეღირება გიგაბაიტზე. თუ ადამიანი არ მოიხმარს ტრაფიკს სრულად, მაშინ მას დაუხარჯავი ბალანსი უკან დაუბრუნდება. ულიმიტო სატარიფო გეგმები კონტრაქტში […]

Android 5.1 განახლება

დიდი ხნის ლოდინის შემდეგე გუგლმა დაანანონს ანდროიდ 5,1 აფდეითი მის ბლოგზე . რამოდენიმე ცვლილება რომელის შემოგვთავაზეს ახალ აფდეითში მოიცავს პროგრამულ სტაბილიზაცია და გაუმჯობესებულ წარმადობას , ასევე 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერას და HD ხმას შესაბამისად ფუნქციის მქონე ტელეფონებში , მოწყობილობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. უსაფრთხოების გაუმჯობესება : თუ თქვენი ტელეფონი დაიკარგება ან მოგპარავენ , ის იქნება დაბლოკილი მანამ სანამ არ […]

მომდევნო Nexus შესაძლოა ჩინელებმა გამოუშვან

Google-სათვის Nexus მოწყობილობების წარმოებით დაკავებული იყო HTC, Samsung, LG, Motorola და Asus. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული იყო ჭორები ხაზის დახურვის შესახებ, Motorola-მ გამოუშვა უზარმაზარი Nexus 6, HTC-მ კი ლაკონური Nexus 9. ამასთანავე, ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა ხმები, რომ Google-მა Nexus-ის ახალი მოდელის წარმოება შესაძლოა მიანდოს ჩინურ მწარმოებლებს. სამწუხაროდ, დეტალები ცნობილი არაა. მწარმოებლად შესაძლოა მოგვევლინოს, […]

გამოვიდა Lollipop 5.0.1 განახლება Nexus გაჯეტებისთვის

Google-მა Lollipop-ის ახალი ანაწყობი გამოუშვა Android Open Source Project-ის ფარგლებში. Android 5.0.1 რელიზი 1 LRX22C სახელით გახდა ხელმისაწვდომი. ამ ვერსიაში არ არის მნიშვნელოვანი განახლებები და უმთავრესად სტაბილურობის და მცირე შეცდომების გასწორება განხორციელდა. მათთვის ვისაც ავტომატური განახლების მიღებამდე უნდა ახალ ვერსიაზე გადასვლა შეგიძლიათ გადმოწეროთ ქარხნული იმიჯები Nexus მოწყობილობებისკენ. Google Nexus Factory Images

Nexus 9, 6, და Player

Google-მა წარმოადგინა თავისი Nexus მოწყობილობების ახალი თაობა, Nexus 6 – უზარმაზარი ფაბლეტი 6 დიუმიანი ეკრანით და Nexus 9 – 8,9 დიუმიანი ტაბლეტი. ორივე გაჯეტი და რა თქმა უნდა მთელი Android საზოგადოება მოხარულია კიდევ ერთი სიახლით – Android 5.0 Lollipop, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. სიურპრიზის გარეშე რა თქმა უნდა აქაც არ დავრჩენილვართ და სრულიად მოულოდნელად […]

Google Nexus 5, Android 4.4 KitKat

როგორც იქნა გვეღირსა და კომპანია Google-წარმოადგინა მისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონი Nexus 5. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი და ფოტოებიც გახდა საზოგადოებისთვის ჭორების სახით ცნობილი გაჯეტის გამოსვლა მაინც საინტერესო დეტალების გამოვლინებით დასრულდა. ამის გარდა ხელმისაწვდომი გახდა Android 4.4 KitKat-ის ღია კოდი, რომელიც უამრავ განახლებას მოიცავს.

Google Experience სმარტფონები

Samsung Galaxy S4 Google Edition და HTC One Google Edition ძალიან მალე გამოვა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი მოწყობილობა, რომელიც მშობლიურ Android-ზე იმუშავებს, ვენდორების ჩარევის გარეშე. არანაირი Sense და TouchWiz, უკეთესი ან უარესი. რას ნიშნავს ეს? გახდება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენი შემდეგი მოწყობილობა? ეს არის კითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ ექსპერტები და მომხმარებლები, რომლებსაც საკმაო […]

რატო არ უშვებს ყველა ვენდორი Nexus მოწყობილობას

ზოგიერთ მომხმარებელს მოსწონს შეცვლილი თემები, როგორიცაა HTC Sense და TouchWiz. ხალხი თვილის, რომ ეს ცვლილებები დამატებით ფასეულობას წარმოადგენს და უვეკთესად მუშაობს ვიდრე პირველადი ვარიანტი. მათ ვისაც არ მოსწონს შეცვლილი ინტერფეისი ორი არჩევანი აქვს, Cyanogen ან სხვა ნებისმიერი stock rom და Nexus მოწყობილობა. მიუხედავად არჩევანის არსებობისა მაინც გაუგებარია თუ რატომ არ იყენებენ მწარმოებლები თავდაპირველ Android საოპერაციო […]

Canonical წარმოადგინა Ubuntu პლანშეტური კომპიუტერებისათვის

HTC-ის ახალი ფლაგამანური სმარტფონის პრეზენტაციის პარალელურად კომპანია Canonical-მა წარმოადგინა Ubuntu-ს პლანშეტური ვერსიის პრეზენტაცია, რომელსაც გულშემატკივრები ძალიან დიდი მოთმინებით ელოდნენ და ძალიან მალე ვიხილავთ კიდევ ერთ ოპ. სისტემას, რომელიც ბაზრისათვის ბრძოლაში სულ სხვა კუთხით და მიდგომით ჩერთვება.