Google Nexus 5, Android 4.4 KitKat

როგორც იქნა გვეღირსა და კომპანია Google-წარმოადგინა მისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონი Nexus 5. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი და ფოტოებიც გახდა საზოგადოებისთვის ჭორების სახით ცნობილი გაჯეტის გამოსვლა მაინც საინტერესო დეტალების გამოვლინებით დასრულდა. ამის გარდა ხელმისაწვდომი გახდა Android 4.4 KitKat-ის ღია კოდი, რომელიც უამრავ განახლებას მოიცავს.