Oracle – Google-ის წინააღმდეგ

კორპორაცია Oracle-მ  სასამარლოში უჩივლა Google-ს და დაადანაშაულა მისი ტექნოლოგიების არალიცენზირებულ გამოყენებაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, Oracle თვლის, რომ Android მობილურ ოპერაციულ სისტემაში უკანონოდ არის გამოყენებული Java ტექნოლოგიები, რემლებზეც პატენტები Oracle-მ მიიღო Sun Microsystems-ის შეძენის შემდგ. როგორც ცნობილია Sun ის შეძენა Oracle-ს 5,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ამასთანავე ევროპის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა საკმაოდ გააჭიანურეს ამ გარიგების კანონიერად ცნობა. […]

VirtualBox 3.2: უკვე შეიძლება გავუშვათ MacOS X ვირტუალურ მანქანაში, როგორც windows ასევე linux-ზე

წარმოუდგენლად ჩუმად შედგა virtualbox-ის ახალი ვერსიის რელიზი, რომელშიც პირველად განახორციელეს MacOSX-ის ვირტუალურ მანქანაში გაშვების ფუნქცია ოფიციალურად, ორიგინალური დისკიდან და არა ჰაკინტოშით. MacOS- ის ლიცენზიური შეთანხმება ითვალისწინებს ორ შეზღუდვას: ვირტუალურ მანქანაში შეიძლება მხოლოდ MacOS X Server-ის გაშვება. ამავდროულად ფიზიკურად შეიძლება ჩვეულებრივი ვერსიის დაყენებაც მაგრამ ლიცენზიის დარღვევით. MacOS X Server ვირტუალური მანქანის გაშვება შეიძლება მხოლოდ Apple-ის აპარატურაზე. […]