შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე პატარა Full HD-დისპლეი 3D-ს მხარდაჭერით

იაპონურმა კომპანიამ Ortus Technology-მ გაავრცელა ინფორმაცია მაღალი გარჩევადობის ეკრანის შექმნის შესახებ, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება ციფრულ კამერებში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პანელი დღესდღეისობით არსი ყველაზე პატარა Full HD-დისპლეი, რომელსაც აქვს 3D კონტენტის ჩვენების შესაძლებლობა. მისი დიაგონალი არის 4,8 დიუმი, გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი (458 წერტილი დიუმზე 2D-რეჟიმში). სტერეოსკოპური სურათების ფორმირებისთვის გამოიყენება სპეციალური Xpol ლენტი, რომლის საშუალებით გამოსახულება გამოიკვეთება მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის. […]