Microsoft–მა გახსნა ბლოგი — «Windows 8–ის შექმნა»

სტივენ სინოფსკი (Microsoft–ის ფოტო). კორპორაცია Microsoft–მა გახსნა ბლოგი სახელწოდებით «Windows 8–ის შექმნა», სადაც, როგორც დაგეგმილია, რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია OS-ის დამუშავების შესახებ. პირველი პოსტი გამოაქვეყნა Microsoft–ის პლატფორმა Windows–ის განყოფილების პრეზიდენტმა, სტივენ სინოფსკიმ. მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემა იქნება საუკეთესო პლატფორმა ძველი თუ უახლესი გამომთვლელი მანქანებისათვის. Microsoft–ში კი აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი OS კომპანიის არსებობის ისტორიაში. სინოფსკიმ ასევე აღნიშნა, რომ Windows […]
Android-ის წილი, სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე, 40 პროცენტს უახლოვდება

TheHotGadget.com–ის ფოტო. კომპანია comScore–მ ფიჭური აპარატების ამერიკული ბაზრის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა. მობილური ტელეფონი ან სმარტფონი 13 წელს გადაცილებულ 234 მლნ ამერიკელს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ა.შ.შ–ში ყველაზე დიდი პოპულარობით Samsung–ის მოწყობილობები სარგებლობს: მისი წილი 24,5%–ს შეადგენს. LG Electronics და Motorola რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, რომლებიც, შესაბამისად, ბაზრის 20,9 და 15,6%–ს ფლობენ. შემდეგ მოდიან Apple (8,3%) და Research In Motion (8,2%). სმარტფონით სარგებლობს 74,6 მლნ […]
Microsoft–მა Windows 8–ის რელიზის საორიენტაციო თარიღი დაასახელა

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2004 წლის მარტი; Nancy Kaszerman / ZUMA / Corbis–ის ფოტო). კომპანია Microsoft–ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, ტოკიოში (იაპონია), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ფორუმზე, Windows–ის შემდეგი ვერსიის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი დაასახელა. დამუშავების პროცესში მყოფ პროგრამულ პლატფორმას ბალმერმა Windows 8 უწოდა და დასძინა, რომ ის ოფტიმიზირებულია არა მხოლოდ კლავიატურიან მოწყობილობებთან სამუშაოდ, არამედ — პლანშეტურ კომპიუტერებთანაც. ამასთან «მაიკროსოფტის» […]
Windows 8

Windows 8–ის, სხვადასხვა ტიპის, ექსპერიმენტალური ინტერფეისი. ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორი იქნება Microsoft–ის ახალი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ OS-ზე ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, სხვადასხვა ინტერნეტ–რესურსებიდან თავი მოვუყარე რამდენიმე დეტალს, რომელიც Windows 8-ს ეხება. მოკლედ: ვებ–წყაროებმა, უკვე, დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება დამუშავების პროცესში მყოფ ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობებზე. როგორც იუწყებიან, Windows 8–ში ინტეგრირებული იქნება დოკუმენტების PDF […]
Google I/O 2011: Android Honeycomb 3.1, Ice Cream Sandwich და სხვა შოკის მომგვრელი სიახლეები

Android Honeycomb 3.1 დღეს, Google I/O 2011–ის (LIVE) კონფერენციაზე წარდგენილი იყო Android–ის განახლებული ვერსია პლანშეტებისთვის. უმთვარესი სიახლეები: ვიჯეტებს უკვე გააჩნიათ სქროლინგის მხარდაჭერა — მაგალითად, ვიჯეტს Google Mail. მოწყობილობა, უკვე, შეიძლება USB–ჰოსტად გამოვიყენოთ: XBox 360–ის ჯოისტიკის შეერთება და კამერიდან ფოტოების იმპორტი Google TV უკვე 3.1–ზე და პროგრამების მაღაზიის მხარდაჭერა TV-ზე განახლება Xoom Verizon–სთვის უკვე დღეიდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის — რამდენიმე […]
