RPG თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება

როლური თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning, რომელიც ჟანრის აღიარებული ოსტატებისგან იქმნება, 2012 წლის თებერვალში გამოვა, განაცხადა პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ტოდ მაკფერლეიმ (Todd McFarlane). ComicCon 2011–ის ჩვენებაზე მაკფერლეიმ განაცხადა, რომ სტუდია 38 Studios და Big Huge Games თამაშის გამოშვებას «მომავალი წლის თებერვლისთვის გეგმავენ, თუ რა თქმა უნდა კომპანია Electronic Arts–მა საკუთარი კორექტირების შეტანა არ მოინდომა». EA–მ ამ განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: «ჩვენ პირობა დავდეთ, რომ რელიზი […]

Battlefield 3-ის ალფა–ტესტირებაში მონაწილეობას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ

Battlefield 3–ის, როგორც ბეტა–, ასევე ალფტა–ტესტირებაში მონაწილეობის უფლებას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ, გულშემატკივრების აქტიური მოთხოვნის შემდეგ, განაცხადა სტუდია DICE–მა. შეგახსენებთ, რომ დეველოპერების თქმით, ვინც შეიძენს თამაშ Medal of Honor: Limited Edition–ს (MoH) ტესტირებაზე წვდომას ყველაზე ადრე მიიღებს. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ «ალფაში» მონაწილეთა რაოდენობა შეძღუდულია, გაუმართლებთ მხოლოდ იმათ ვისაც აირჩევენ დეველოპერები. თუ გნებავთ სცადოთ ბედი, ამისათვის აუცილებელია სტუდიის სიახლეთა ბმულში […]

FIFA Manager 12: პირველი დეტალები

გამომცემლობა Electronic Arts–მა ინტერნეტში თამაშ FIFA Manager 12–ის პირველი დეტალები გამოაქვეყნა. პროექტი, რომელიც სტუდია Bright Future–ში იქმნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მხოლოდ PC-ზე გამოვა. FIFA Manager — ეს არის სპორტული ეკონომიკის სიმულატორის სერია, რომელიც მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება. თამაში ჩვენგან არ ითხოვს დახვეწილ პასებს, სწრაფ სირბილს და გატანილ გოლებს. მთავარია — ფულის სწორად დათვლა და ჩვენი გუნდის წარმატებაზე ზრუნვა. როგორც იუწყებიან, მეთორმეტე […]

ორ დღეში სტარტს იღებს Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა. პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან […]

ქსელური შუთერი, Team Fortress 2 უფასო გახდა

კომპანია Valve–მა ქსელური შუთერი, Team Fortress 2 უფასო გახადა. ამიერიდან ვისაც კი სურვილი აქვს შეუძლია უფასოდ ჩამოტვითოს თამაში, ამისთვის საჭიროა უბრალოდ Steam–ში დარეგისტრირება. გასული კვირას Valve–მა გახსნა Steam–ის სპეციალური განყოფილება უფასო თამაშებისთვის, თუმცა მანდ მხოლოდ MMO–თამაშებს თუ შეხვდებოდით. შემდეგ დეველოპერებმა განაცხადეს, რომ დიდი სიამოვნებით გამოუშვებდნენ რაიმე კარგს ყველასთვის და აი შედეგიც. იმათთვის, ვისაც არ სმენია Team Fortress 2–ის შესახებ, აგიხსნით: […]

FIFA 12 სექტემბერში გამოვა

თქვენი აზრით, რა ფერის ბარათს უჩვენებს ამ ეპიზოდის შემდეგ მსაჯი? რელიზისთვის ემზადება FIFA–ს საფეხბურთო სერიალის მეთორმეტე ნაწილი, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თამაში სექტემბრის ბოლოს გამოვა: 27-ში — ჩრდილო–ამერიკაში და 30-ში — ევროპაში. დამუშავება, რომელზეც პასუხს სტუდია EA Canada აგებს, მიმდინარეობს აბსოლიტურად ყველა მოწყობილობაზე გარდა სარეცხი მანქანისა და მაცივრისა: iPhone, iPad, iPod touch, Nintendo 3DS, PSP, PS2, PS3, Wii, Xbox 360 და PC. უნდა აღინიშნოს […]

გამოვიდა Duke Nukem Forever–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ბეტა–ვერსია

პირველი სახის შუთერი, Duke Nukem Forever ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, იუწყება სტუდია Gearbox. თავდაპირველად, ჯერ კიდევ თამაშის რელიზამდე, დემოზე წვდომა მხოლოდ Borderlands–ის სპეციალური გამოშვების მფლობელებს ჰქონდათ, ხოლო გუშნიდელი დღიდან დიუკის ხილვა შეუძლია ყველას ვისაც აქვს PC ან Xbox 360: საკმარისია Steam–ის ან Xbox Live–ის სისტემაში ჩართვა. რა თქმა უნდა დემო PS3–ზეც გამოვა, თუმცა «ოდნავ მოგვიანებით». «ჩვენ ვმუშაობთ სპეციალისტებთან Sony–დან, რათა რაც შეიძლება სწრავად მოვამზადოთ დემორელიზი», […]

შუთერი, F.E.A.R. 3 დასაბეჭდად გაიგზავნა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ «ნოვი დისკის» განცხადებით პირველი სახის შუთერი, F.E.A.R. 3 დასაბეჭდად გაიგზავნა, პროექტი დათქმულ დორს გამოვა. შიდა რელიზი 2011 წლის 23 ივნის შედგება, ხოლო ჩრდილო–ამერიკული და ევროპული, შესაბამისად, 21 და 24 ივნისს. ვერაფერს ვიტყვით, შესანიშნავი ინფორმაციაა იმის შემდეგ, რაც Warner Bros. Interactive–ის გამომცემლებმა და Day 1–ის დეველოპერებმა პროექტის რელიზი რამდენჯერმე გადადეს. თამაში PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვა. […]

გამოვიდა როლური თამაში Dungeon Siege III

კომპანია «ნოვი დისკმა», რომელიც Dungeon Siege III–ის ლოკალიზატორი და გამომცემელია, მისი გაყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა. მოკლედ, თამაშის სერევერები მუშაობას 17 ივნისიდან დაიწყებს. რელიზი PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე შედგება. პროექტის დამუშავებაზე სტუდია Obsidian–მა იზრუნა, მის დასავლურ რელიზზე პასუხს გამომცემლობა Square Enix აგებს. თუ გაინტერესებთ გეტყვით, რომ იბის სამეფოში პრობლემებია. ერთ დროს შეკრულ სახელწიფოში, სადაც იყო მონარქიული წყობილება, მხარდაჭერილი მეათე ლეგიონის […]

E3 2011: Assassin’s Creed Wii U-ზე გამოვა

Assassin’s Creed-ის ექშენ-სერიას Wii U-ზე გადაიტანენ, განაცხადა გამომცემლობა Ubisoft. პროექტზე მუშაობა კანადურ სტუდია Ubisoft Quebec-ს ანდეს. თამაშის რელიზს 2012 წლმადე არ უნდა ველოდოთ და რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში, კონსოლის გამოსვლამდე. ცნობილი გახდა,რომ დამუშავების დროს თამაშის სიუჟეტში გამოყენებული იქნება უკვე გამოსული PC, PS3 და Xbox 360-ვერსიების მატერიალები. ასასინების ორდენში მოხვედრის შემდეგ მოთამაშეს მოუწევს ტამპლიერებთან საიდუმლო ომის წარმოება. თამაშის მთვარი […]