მოდულებიანი სმარტფონების ერის დასაწყისი (Motorola, ZTE)
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა მობილური ინდუსტრიის მომავლის შესახებ და უფრო თუ დავკონკრეტდებით აქტუალური გახდა მოდულებისგან შედგენილი სმარტფონების წარმოების საკითხი. მას შემდეგ რაც Phoneblocks პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, მის მიმართ დაინტერესება მსხვილმა კომპანიებმაც გამოთქვეს.
