სტარტი აიღო ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი SuperB-ის მშენებლობის პროექტმა

კოლაიდერ SuperB-ის სქემა. ( INFN-ის ილუსტრაცია). იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალურმა ინსტიტუტმა და რომის უნივერსიტეტმა “ტორვერგატამ” ხელი მოაწერეს საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნის შეთანხმებას, და უკვე დაიწყო პროექტი, რომელიც ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი SuperB-ის მშენებლობას გულისხმობს. უახლოეს თვეებში პროექტს, როგორც ვარაუდობენ შეუერთდება იტალიის ტექნიკური ინსტიტუტი. SuperB-ის მშენებლობა დაიწყება 2012 წელს, ხოლო კოლაიდერის ექსპულატაციაში გაშვება იგეგმება 2017 წლისათვის. სიჩქარე განპირობებულია იმით, SuperB-ს მოუწევს ანალოგიურ იაპონურ […]
ნეიტრინო შესაძლოა სინათლის სიჩქარეზე სწრაფი აღმოჩნდეს

სტატია რეცენზენტ ჟურნალში ჯერ არ გამოქვენყნებულა, მაგრამ ახალმა მონაცემებმა საკმაოდ ააღელვა ფიზიკოსების საზოგადოება. სწავლულებმა, რომლებიც იტალიურ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, განაცხადეს, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ იქნა უცნაური, თანამედროვე ფიზიკის თვალსაზრისით შეუძლებელი მოვლენა: ნეიტრინომ გადალახა სინათლის სიჩარე. სენსაციური შედეგები მიიღეს OPERA(Oscillation Project with Emulsion-tRacking Apparatus) დეტექტორზე, რომელიც 1400 მეტრის სიღრმეში იტალიაში გრან-სასოს ლაბორატორიაში (Laboratori Nazionali del Gran Sasso). ამ ლაბორატორიაში […]
დიდ ადრონულ კოლაიდერზე, შესაძლოა, ჰიგსის ბოზონის კვალი აღმოაჩინეს

გრენობლში ჩატარებულ International Europhysics Conference on High Energy Physics-ზე CMS-ის და ATLAS-ის წარმომადგენლება განაცხადეს იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მათ იპოვეს ჰიგსის ბოზონის დაბადების დადასტურება. CMS-ის და ATLAS-ის დეტექტორები დამონტაჟებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე. თუ ჰიგსის ბოზონი არსებობს, ის უნდა იბოდებოდეს პროტონის პროტონთან შეჯახების შედეგად და იშლებოდეს სწრაფად სხვა უკვე ცნობილი ნაწილაკების კომბინაციებად. CMS-ის დეტექტორი ჰიგსის ბოზონის ძებნას დაშლის პროდუქტის რამდენიმე ვარიანტით […]
გაშვებულია რუსული ორბიტალური ობსერვატორია “სპექტრ – რ”

გუშინ, 18 ივლისს, რუსული ორბიტალური აპარატი “სპექტრ-რ” გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან. სამიზნე ელიპტიკურ ორბიტამდე, რომლის სიმაღლეც 340 000 კმ-ია “სპექტრ-რ”-ი გაიყვანა რაკეტა მატარებელმა “ზენიტ-2SLБ80“. ორბიტალური ობსერვატორიის შემადგენლობაში შედის, “ ს.ა. ლავოჩნიკის სახელობის სამეცნიერო მწარმოებლობითი გაერთიანების” მიერ აშენებული რადიოტელესკოპი “რადიოასტრონი”, რომელიც აღჭურვილია პარაბოლური ანტენით, დიამეტრით 10მ. ის მუშაობს რამოდენიმე დედამიწის რადიოტელესკოპთან ერთად კავშირში და შექმნის ინტერფერომეტიულ სისტემას, […]
მიღებულია კიდევ ერთი დადასტურება ტიტანზე წყლის ოკეანის არსებობის სასარგებლოდ

სატურნინს ყველაზე დიდი თანამგზავრი ტიტანის ბრუნვის უცნაურობები, შეიძლება მიწისქვეშა ოკეანის არსებობით აიხსნას. ტიტანი ერთადერთი (ჩვენთვის ცნობილი) პლანეტაა, დედამიწას თუ არ ჩავთვლით, რომელის ზედაპირზეც არის მეტანისაგან შემდგარი სითხე, თუმცა ბოლო დროს ჩნდება სულ მეტი და მეტი მიზეზი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ მათ ქვევით არის ოკეანე წყლით და ამიაკით. მაგალითად NASA-ის კოსმოსურმა ხომალდმა “კასინიმ” აღმოაჩინა, რომ დროთა […]
პლუტონის ატმოსფეროში ნაპოვნია ნახშირბადის ზეჟანგი

ასტრონომთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.შ-დან პლუტონის ატმოშფეროში აღმოაჩინეს ნახშირბადის ზეჟანგი. თავიანთი მუშაობის შედეგები მეცნიერებმა წარმოადგინეს უელსში ჩატარებულ სამეფო ასტრონომთა საზოგადოების შეკრებაზე. მათ მიერ მომზადებული ანგარიში მალე გამოქვეყნებული იქნება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში. პლუტონი ითვლება ერთადერთ ობიექტად რომელსაც აქვს ატმოსფერო, მათგა, რომელიც მდებარეობს ნეპტონის ორბიტის შემდეგ. გაზის გარსი დარეგისტრირდა 1988 წელს, როდესაც ჯუჯა […]
ნაპოვნია მასალა, რომელიც შეიცავს ფერომაგნიტურ და ზეგამტარ მდგომარეობებს

გერმანელმა ფიზიკოსებმა დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრიდან და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტალურად დაარეგისტრირეს იშვიათი ეფექტი — ფერომაგნიტური და ზეგამტარი მდგომარეობების ერთად არსებობა — ნიკელის და ბისმუტის ნანოზომის ნიმუშში. დიდი ხანია ცნობილია, რომ ფერომაგნეტიზმი და ზეგამტარობა მიეკუთვნება იმ ტიპის მოვლენებს, რომლებიც ეკონკურენტებიან ერთმანეთს. ანტაგონიზმი პირველად ვლინდება მათ დამოკიდებულებაში მაგნიტურ ველთან: ზეგამტარი ცდილობს მის გამოდევნას ( ეს ეფექტი აღნიშნა ვალტერ მაისნერმა […]
დნმ-ს ელექტრონების სპინის მიხედვით სორტირება შეუძლია

ფიზიკოსებმა ვილჰელმის სახელობის ვესფალის უნივერსიტეტიდან (გერმანია) და ვეიცმანის სახ. ინსტიტუტიდან (ისრაელი) აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის გამოყენება შესაძლოა ელექტრონების სპინის მიხედვით “დასალაგებლად”. სპინის მიხედვით პოლარიზებული ელექტრონები გამოიყენება სპინტრონიკის მოწყობილობებში — ეს ელექტრონიკის შედარებით ახალი ნაწილია, სადაც სპინი განიხილება, როგორც ინფორმაციის შენახვის და გადაცემის აქტიური ელემენტი. ყველაზე ხშირად ასეთ ელექტრონებს იღებენ ფილტრის მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ გიგანტური მაგნიტური წინაღობის […]
იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ცივი ბირთვული სინთეზის “საიმედო” ექსპერიმენტი

ბოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ანდრეა როსიმ (Andrea Rossi) და სერჟიო ფოკარდიმ (Sergio Focardi) წარმოადგინეს მუშა მოწყობილობა, რომელიც როგორც ამბობენ წარმოადგენს ნიკელ-წყალბადის თერმობირთვულ რეაქტორს. პრეზენტაცია ჩატარდა ასეთი ღონისძიებებისათვის შესაბამის ადგილას, მთელი საიდუმლოობის დაცვით: პრეს კონფერენციაზე სულ 50-ამდე ადამიანი იყო მიწვეული, რომლებსაც ბატონმა როსიმ და ფოკარდიმ, ცივი თერმობირთვული სინთეზის “პიონერებმა”, აჩვენეს მოწყობილობის პროტოტიპი. როგორც გამომგონებლები ამბობენ, დანადგარი ახდენს თერმობირთვულ […]
ჟურნალმა Science დაასახელა წლის უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მოვლენები

მაკროსკოპიული მექანიკური ოსცილატორის კვანტური “ქცევის” გამოკვლევა ჟურნალ Science-ის მიერ დასახელდა 2010 წელს ყველაზე უფრო ღირებულად. ამ სამუშაოს ავტორები არიან ფიზიკოსები სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც თავიანთი ნამუშევარი გამოაქვეყნეს Nature-ში. მათი მიერ ამორჩეული მექანიკური სისტემა, მინიატურულ ტრამპლინს წააგავდა, რომლის ზომაცაა 30 მკმ, რომლის ცენტრშიც არის პიეზოელექტრული მასალის ფენა, ხოლო მის გვერდებზე ალუმინის ფენებია განთავსებული. კვანტური მექანიკის სპეციალისტებისათვის, […]
