E3 2011: Sony-მ წარადგინა 3D-მონიტორი PlayStation–კონსოლებისთვის

E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე, რომელიც ლოს–ანჯელესში (ა.შ.შ) დღეს გაიხსნა, კორპორაცია Sony–მ დააანონსა სპეციალური მონიტორი, რომელიც PlayStation 3–სა და PSP–სთვის არის განკუთვნილი. სიახლეს გააჩნია 24 დიუმიანი დიაგონალი და 3D–კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა, რომლის სანახავად აუცილებელია სათვალეები. ჩვეულებრივი, 2D-რეჟიმის გაფართოება 1920×1080 პიქსელს (Full HD ფორმატი) შეადგენს, კონტრასტულობა — 5 000:1, ასევე მოწყობილობას გააჩნია 176 გრადუსამდე ხედვის კუთხე და HDMI პორტი. მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია […]
ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზარი «მინუსშია»

კომპანია NPD–მ ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზრის იანვრის რეზულტატები შეაჯამა. გასულ თვეს, ა.შ.შ–ში, 1,14 მლრდ–ის კონსოლები, თამაშები და შესაბამისი აქსესუარები გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის იანვართან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როცა ბაზრის მოცულობა $1,18 მლრდ–ს შეადგენდა. ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი კონსოლების სეგმენტი აღმოჩნდა, რომელიც 8%–ით, $353,7–დან $324 მლნ–მდე შემცირდა. თამაშებზე მოთხოვნა 5%–ით დაეცა — $576 მლნ $606,8 მლნ–ის წინააღმდეგ. […]
მოტოსიმულატორის, MotoGP 10/11–ის რელიზი 18 მარტს შედგება

კონსოლური — PlayStation 3–სა და Xbox 360–თვის — მოტოსიმულატორი MotoGP 10/11 გაყიდვაში 2011 წლის 18 მარტს გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Capcom. თამაში ბრიტანულ სტუდიაში, Monumental Games–ში მუშავდება. სიახლეში შედის MotoGP–ის 2010 და 2011 წლის ყველა ლიცენზირებული მოტორბოლა. 2010 წლის მოვლენები გადმოწერისთანავე ხელმისაწვდომია, ხოლო 2011 წლის ახალი შეჯიბრებები გადმოსაწერი დამატებების სახით გამოჩნდება. სიმულატორში შედის ხუთი რეჟიმი: Championship, […]
Sony PlayStation: Android და iOS პლატფორმებისთვის

კომპანიამ Sony განაცხადა რომ, უახლოეს მომავალშ გამოვა ოფიციალური PlayStation – პროგრამა მობილური მოწყობილობებისათვის პლატფორმებზე iOS 4+ და Android 1,6+ ვერსიებისათვის. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი კონსოლის თამაშები იქნება წარმოდგენილი ახალ პროგრამაში, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით წვდომა იქნება PlayStation Network-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. პროგრამის პირველი ვერსია მხოლოდ ბრიტანეთი, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და ნიდერლანდების მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ რელიზში […]
Geohot-მა დააბრუნა სხვა ოპ. სისტემების მხარდაჭერა PS3 3.21OO მოდიფიცირებული ფირმვერით

როგორც მე აღვნიშნე პოდკასტის მე-7 გამოშვებაში, სადაც ვიუწყებოდი რომ სონიმ ამოიღო სხვა ოპ. სისტემების მხარდაჭერა და თან დავამატე რომ ჰაკერი აუცილებლად გამოუშვებდა მოდიფიცირებულ ფირმვერს, გამართლდა. ასე რომ მან უკვე წარმოადგინა ვიდეო სადაც დემონსტრირებას უკეთებს ახალ ფირმვერს რომელიც არ არის კასტრირებული Sony-ის მიერ. ასე რომ ველოდებით მისგან რელიზს, რომლის შემდეგაც დავწერთ უკვე შთაბეჭდილებების შესახებ. httpvhd://www.youtube.com/watch?v=1-9wLWQ4-uA
