წარმოდგენილია Pro Evolution Soccer 2013

მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება, Pro Evolution Soccer (PES)-ის, ახალი სერიის გამოსვლა. Konami  შეეცდება კონკურენცია გაუწიოს Electronic Arts-ის პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს. PES 2013, შემდეგი პლატფორმებისთვის გამოვა: Nintendo 3DS, PSP, PS2, PS3, Wii, Xbox 360 და PC. თამაშის შექმნაზე მუშაობს Konami Computer Entertainment. სტუდიის განცხადებით, თამაშის სიახლე, PES FullControl იქნება, რომელიც შექმნილია თქვენი ფეხბურთელის, ზუსტი […]

წარმოდგენილია Dishonoured-ის პირველი ტრეილერი

Bethesda Softworks-მა გამოაქვეყნა Action/RPG, Dishonoured-ის, სადებიუტო ტრეილერი. თამაში შექმნილია Arkane Studios და Dark Messiah of Might and Magic-ის მიერ. პროექტზე მომუშავე სპეციალისტთა გამოცდილება, მართლაც რომ შთამბეჭდავია, Deus Ex: Human Revolution, BioShock 2 და Half-Life 2, ეს იმ თამაშების სია არის, რომელთა შექმნაშიც, მათ დიდი წვლილი მიუძღვით. ვიდეო თამაშის სიუჟეტი, ინდუსტრიალურ, რეტრო-ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც ტექნოლოგიები, […]

Medal of Honor: Warfighter, თამაშის პირველი გეიმფლეი

Electronic Art-მა გამოაქვეყნა, სტუდია Danger Close Games-ის შემოქმედების, Medal of Honor: Warfighter-ის პირველი კადრები. ვიდეოში ნაჩვენებია, იმ ფრაგმენტების გაფართოებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილი იყო თამაშის დებიუტ ტრეილერში. კადრები საკმაოდ შთამბეჭდავია, დამაინტრიგებელი რეჟისურული დადგმა და ეფექტური ვიზუალური გაფორმება. ნაკლების მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, რადგან Warfighter-ის, გრაფიკულ ხარისხზე პასუხისმგებელი ხომ Frostbite 2.0  ძრავია, რომელმაც მშვენივრად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები Battlefield 3-ში. EA-ს […]

წარმოდგენილია ექშენი Lost Planet 3

დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ. მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ […]

Guitar Hero III: Legends of Rock — ყველაზე წარმატებული პროექტი ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი  გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში […]

PS3-ექშენის, inFamous 2–ის ბეტა–ვერსია აპრილში გამოვა

გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება. PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, […]

MotorStorm: Apocalypse-ის ევრორელიზი იაპონიაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო

16 მარტისთვის დაგეგმილი, MotorStorm: Apocalypse–ის ევრო და იაპონური ვერსიის რელიზი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა განაცხადა, რომ პროექტის რელიზის გადადების მიზეზი თამაშის სიუჟეტისა და იაპონიაში, მძლავრი მიწისძვრისგან გამოწვეული ტრაგედიის მსგავსება გახდა. «მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში თამაში უკვე ხელმისაწვდომია, ჩვენ ვწყვეტთ პროდუქტის შემდგომ მიწოდებას, ხოლო ყველა სარეკლამო მასალა განადგურდება», — იუწყება გამომცემლობა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტიდან, თამაში […]

Operation Flashpoint: Red River-ის რელიზი აპრილში შედგება

ტაქტიკური შუთერის, Operation Flashpoint: Red River–ის ევროპული რელიზი 21 აპრილს დაიწყება, ხოლო ჩრდილო–ამერიკული 26 აპრილს, იუწყება გამომცემლობა Codemasters. თამაშის სიუჟეტი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი შუთერისგან: ა.შ.შ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი მიემართება ტაჯიკეთში, სადაც 2013 წელს სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს. ასევე, მეზობელ ჩინეთში ხმა აიმაღლეს იანკებმაც, ამიტომაც საჰაერო ძალები იძულებული არიან შევიდნენ დანგრეულ ქალაქში. Red River ხასიათდება როგორც საბრძოლო […]

როგორ გავხდეთ მილიონერები?!

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური […]

Capcom-მა დააანონსა კიდევ სამი თამაში

ექშენ Steel Battalion Heavy Armor-ის შემდეგ, გამომხემლობა Capcom-მა Tokyo Game Show 2010-ის ჩვენებაზე, რომელიც 16-დან 19 სექტემბრის ჩათვლით ტარდება იაპონიის დედაქალაქში, წარმოადგინა კიდევ სამი პროექტი. ცნობილი გახდა, რომ სტუდია Ninja Theory მუშაობს Devil May Cry-ის ექშენ-სერიის ახალ ნაწილზე. დღეისათვის თამაში ცნობილია სამუშაო სახელით DMC Devil May Cry. მასში არ არის სერიული ნომერი, რომელიც შემთხვევით არ მომხდარა. […]