Toshiba Qosmio X770: სათამაშო ნოუთბუქი 3D-კონტენტის მხარდაჭერით

კომპანია Toshiba გამოსაშვებად ამზადებს მულტიდემიურ-სათამაშო პორტატულ კომპიუტერს Qosmio X770-ს Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე. ნოუთბუქი აღჭურვილია ოთხბირთვიანი Core i7-2630QM პროცესორით და ტაქტური სიხშირით 2,0 გჰც (2,9 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში); ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 8 გბ. შესაძლებელია ორი «შემგროვებლის» დაყენება: მყარი დისკი მოცულობით 750 გბ და 500 გბ-ანი ჰიბრიდული «ვინჩესტერი» ფლეშ-მეხსიერების მოდულით. ქვესისტემის მონაცემების შენახვის მაქსიმალური მოცულობა არის 1,25 ტბ. […]
