Samsung — ლიდერი ფიჭური აპარატების ბაზარზე

ფიჭურ აპარატებზე მაღალი მოთხოვნის გამო, Samsung–ის ფინანსური მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება. 2012 წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა $40,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2011 წლის იმავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით 22%–ით მეტია. გარდა ამისა, თითქმის 81%–ით გაიზარდა სუფთა მოგება და რეკორდულ მაჩვენებელს, $4,5 მლრდ–ს მიაღწია. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ 93,5 მლნ სმარტფონის და ტელეფონის რეალიზება მოახერხა, შედეგად უმსხვილესი ფინური მწარმოებელი, Nokia, 83 მლნ გაყიდული […]

როგორც ჩანს, Nokia მობილური აპარატების ბაზარზე ლიდერობა დათმო

ფინური კომპანია Nokia უკვე აღარ გახლავთ მსოფლიოს უდიდესი მოთამაშე, მობილური აპარატების ბაზარზე. 14 წლის მანძილზე, კომპანიამ პირველად დათმო მოწინავე პოზიცია, რითაც პირველობა სამხრეთკორეულ მწარმოებელ Samsung-ს დაუთმო. წინასწარი შეფასებით, 2012 წლის პირველ კვარტალში, Nokia, 83 მილიონი მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდა. ამავდროულად Samsung-ის გაყიდვებმა 88 მილიონი ერთეული შეადგინა. 1998 წელს, Nokia  გახდა მობილური აპარატების უმსხვილესი მწარმოებელი, […]

ყოველი მეხუთე ვებ–მომხმარებელი Amazon–ზე შედის

Amazon–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი (Mario Tama / Getty Images–ის ფოტო). კომპანია comScore–მ წამყვანი ონლაინ–მარკეტებისა და ინტერნეტ–მომსახურების (რომლებიც გაყიდვებს ეხება) მომხმარებელთა საერთო რაოდენობა შეაჯამა. გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ივნისში Amazon–ს 282 მლნ «იუზერი» ეწვია, ანუ 15 წელს გადაცილებულ ინტერნეტ მომხმარებელთა 20,4%. მარტივად რომ ვთქვათ, ვებ–მაღაზიას პლანეტის ყოველი მეხუთე ადამიანი იყენებს, რომელსაც გააჩინა ინტერნეტთან წვდომა (მითითებულ ასაკობრივ კატეგორიაში). […]

მობილური კომპიუტერების ბაზარზე Apple ლიდერობას არავის უთმობს

Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი, MacBook Air–ის ახალ მოდელის პრეზენტაციაზე (Josh Lowensohn / CNET–ის ფოტო). კომპანია DisplaySearch–მა, 2011 წლის მეორე კვარტლის, მობილური კომპიუტერების მსოფლიო ბაზარზე ძალთა გადანაწილება შეაფასა. გამოქვეყნებული სტატისტიკა გულისხმობს ნოუთბუქებისა და პლანშეტების გაყიდვების მოცულობას. სამი თვის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, 64,4 მლნ პორტატული PC გაიყიდა, რაც 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 28%–ით მეტია. მოთხოვნა პლანშეტებზე, წლიური გამოთვლებით, […]

სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]

გამოკითხვა: რომელ მობილურ პლატფორმას იყენებთ?

ჩვენს საიტზე დამთავრდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გამოგვევლინა თუ რომელ მობილურ პლატფორმას იყენებენ ჩვენი საიტის მკითხველები. გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სმარტფონების ბაზარზე Android პლატფორმა ლიდერობს. ამერიკისგან გასსხვავებით სადაც Apple-ის iOS პლატფორმაა პირველ ადგილზე, ჩვენს მომხმარებლებს შორის ის მეორე ადგილზეა.  მესამე ადგილზე გავიდა უკვე მოძველებული მაგრამ მაინც პოპულარული Nokia-ს Symbian პლატფორმა. მეოთხე ადგილზე გავიდა Windows Phone 7 […]

სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Nokia–მ შესაძლოა დათმოს ლიდერის პოზიცია

კომპანია Nomura–ს ანალიტიკოსები სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ძალთა მნიშვნელოვან გადანაწილებას პროგნოზირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკვე მიმდინარე კვარტლაში Nokia, რომელიც 1996 წლიდან ლიდერობს სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებელთა სიას, პირველ ადგილს კომპანია Samsung–ს დაუთმობს, ხოლო 2011 წლის მესამე მეოთხედში შესაძლოა საერთოდ მესამე ადგილზე გადაინაცვლოს (ადგილი გაუცვლის Apple–ს). 2012 წელსაც, Nomura–ს აზრით, Nokia გააგრძელებს ვარდნას: მას კიდევ ერთი საფეხურით დაბლა ტაივანური კომპანია HTC დასწევს. გარდა ამისა, იმ […]

Android-ის წილი, სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე, 40 პროცენტს უახლოვდება

TheHotGadget.com–ის ფოტო. კომპანია comScore–მ ფიჭური აპარატების ამერიკული ბაზრის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა. მობილური ტელეფონი ან სმარტფონი 13 წელს გადაცილებულ 234 მლნ ამერიკელს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ა.შ.შ–ში ყველაზე დიდი პოპულარობით Samsung–ის მოწყობილობები სარგებლობს: მისი წილი 24,5%–ს შეადგენს. LG Electronics და Motorola რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, რომლებიც, შესაბამისად, ბაზრის 20,9 და 15,6%–ს ფლობენ. შემდეგ მოდიან Apple (8,3%) და Research In Motion (8,2%). სმარტფონით სარგებლობს 74,6 მლნ […]

პლანშეტებისადმი დიდი ინტერესის გამო, ტრადიციული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა 0,3%–ით შემცირდა

კომპანია iSuppli–მ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, პერსონალური კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მედიაპლანშეტების მიმართ დიდი ინტერესის გამო (განსაკუთრებით Apple iPad) დესკტოპებისა და ნოუთბუქების გაყიდვების მოცულობა ეცემა. იანვრიდან მარტის ჩათვლით 81,3 მლნ PC-ის რეალიზება მოხერხდა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 0,3%–ით ნაკლებია (8,6 მლნ). 18,9%–ით, უმსხვილეს მწარმოებელთა სიას Hewlett-Packard ლიდერობს. ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიის გაყიდვების მოცულობა 2,1%–ით შემცირდა — […]

15 წლის განმავლობაში, პირველად, IBM–ის კაპიტალიზაციამ Microsoft–ს გაასწრო

IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო). გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო. გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა. ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის […]