2100 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 11 მილიარდს შეადგენს

გაეროს და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდა გრძელდება მთელი XXI საუკუნის განმავლობაში. 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 11 მილიარდ ადამიანს შეადგენს – ეს ორი მილიარდით მეტია იმ რიცხვზე, რომელიც აქამდე იყო ცნობილი. ანგარიში წარმოდგენილია ჟურნალ Science-ოს ბოლო ნომერში. მკვლევარებმა დაამუშავეს 2014 წლის ივლისში გაეროს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები. 80% ალბათობით დედამიწის მოსახლეობა საუკუნის ბოლომდე […]
