Google აპირებს შექმნას პლატფორმა რობოტიზირებული ქირურგიისთვის

Google არ არის პირველი რობოტექნოლოგიებისა თუ ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიებში. ტექნოლოგიური გიგანტი, Google, ფლობს რამდენიმე რობოტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორისაა Boston Dynamics, რომელსაც გააჩნია რობოტიზირებული ძაღლებისა და მოქნილი ორფეხიანი რობოტების არსენალი. კომპანიის ერთ-ერთი განყოფილებაა X Life Sciences, რომელიც აწარმოებს ყველაფერს: კონტაქტურ ლინზებს, რომელებიც ზომავენ სისხლში შაქრის შემცველობას; კოვზებს პარკინსონით დაავადებულთათვის და ა.შ. საძიებო გიგანტი ახლა უერთდება Ethicon-ს, Johnson […]
NASA-მ შექმნა ტრანსპორტი სხვა პლანეტებისათვის

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ წარმოგვიდგინა ახალი სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპი Modular Robotic Vehicle, რომელიც შემუშავებულია უმსხვილეს ავტომწარმოებლებთან ერთად. MRV შექმნილია მკაცრ პირობებში ფუნქციონირებისათვის სხვა პლანეტებზე, მაგალითად, მარსზე. MRV ვიზუალურად ძალიან ჰგავს ავტომობილს გოლფის სათამაშოდ. ის მუშაობს ელექტრო ძრავებზე. ოთხივე ბორბალი დამოუკიდებლად მოძრაობს და შეუძლია 180 გრადუსზე, რაც ავტომობილს მანევრულობას ანიჭებს. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 64კმ/სთ-ია. თუმცა, […]
რობოტი Nao საკუთარი BMW-ის მართვას სწავლობს

კალიფორნიაში, ანტროპომორფული რობოტი Nao პირველად დასვეს მინიატურული ავტომობილის საჭესთან ამ დრომდე, რობოტებისგან არც თუ ისე კარგი მძღოლები გამოსდიოდათ – რობოტიზებული (თვითდასწავლადი) ავტომობილები ამ დავალიებას თავს გაცილებით უკეთ ართმევდნენ. კონკურსზე, რომელსაც ატარებს DAPRA, ასეთი მცდელობები არაერთი იყო აქამდეც, მაგრამ არც ისე წარმატებული, თუმცა Nao ელექტრომობილ BMW Z4 საკმაოდ მარტივად უმკლავდება. რობოტი საკმაოდ „თავდაჯერებუალად“ მართავს ავტომობილს, აკონტროლებს სიჩქარის მომატებას […]
პარალიზებული ადამიანები რობოტის, გონებით მართვას შეძლებენ

ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც ლოზანაში (შვეიცარია) მდებარეობს, წარმოგვიდინა საკუთარი ქმნილება, რომელმაც მიგვაახლოვა ფანტასტიკური ჟანრის ფილმ, “ავატარი-ს” ტექნოლოგიებამდე. შვეიცარიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს რობოტი, რომლის მართვასაც, საავადმყოფოს პალატაში მყოფი, ნაწილობრივ პარალიზებული პაციენტი ახორციელებდა. რობოტსა და პაციენტს შორის მანძილი 100 კმ-ს წარმოადგენდა, ხოლო მისი მართვა გონების საშუალებით ხორციელდებოდა. რობოტის გონებით მართვა სიახლე არ გახლავთ, თუმცა კი EPFL სისტემა უნიკალური […]
განხორციელდა პირველი ფრენა მრავალპროპელერიან ელექტრონულ ვერტმფრენზე

გერმანიაში ჰაერში აფრინდა ტომას ზამკელის მიერ შექმნილი და მის მიერვე პილოტირებული მსუბუქი აპარატი 16 პროპელერით. ასეთი ტიპის მანქანების განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენ — კვადროპტერები, მცირე წონიანი მეტალის ან პლასტმასის კვადრატის ფორმის კონსტრუქცია, რომელსაც კუთხეებში აქვს პროპელერები. ძირითადად მათ მხოლოდ მცირე ტვირთის გადატანა შეუძლიათ და შესაბამისად მხოლოდ დაზვერვითი ფუნქცია აქვთ მინიჭებული. მოწყობილობა რომელიც გამოსცადა გერმანულმა კომპანია e-volo-მ, წარმოადგენს […]
აპარატ Martin Jetpack-ის გაყიდვები 2012 წელს დაიწყება

ორიგინალური აპარატის ფასი შეადგენს 100 ათას დოლარს, რომელიც შეიცავს ორკვირიანი სწავლების კურსს. ჰაერში გადაადგილების ამ არაორდინალურ საშუალებას Martin Jetpack, მისი გამომგონებლის ახალ ზელანდიელი გლენ მარტინის გამო დაერქვა, პირველად აპარატი 2008 წელს აჩვენეს. ხოლო მიმდინარე წლის მაისში შედგა მნიშვნელოვანი გამოცდები, რომელზეც შემოწმდა აპარატის თვისებები და მისი უსაფრთხოების სისტემა. მართალია Martin Jetpack გარეგნულად რეაქტიულ აპარატს გავს, მაგრამ ის მოძრაობის […]
რობოტებს რბილი ტაქტილური სენსორებით აღჭურვავენ

იაპონიაში გამოჩნდა დაწოლის სამგანზომილებიანი სენსორი, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები თვლიან გამოსადეგია ანდროიდებისათვის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ადამიანებთან საურთიერთობოდ. ShokkacCube, ტოკიოს უნივერსიტეტის Touchence, პროდუქტი, წარმოადგენს მცირე ზომის პარალელეპიპედს ელასტიური მასალისაგან. სენსორი აფიქსირებს ყველა მოქმედებებს, რომელიც იწვევს მის დეფორმაციას, მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც რობოტი ეხება ადამიანს, რკილის შეგრძნებას ნამდვილად ჯობია ამ მასალის შეგრძნება (ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ შემქმნელები). […]
ჩინური მთვარის სადგური “ჩანიე-2” გაუშვეს ღია კოსმოსში

მთვარის ორბიტალურმა ზონდმა “ჩანიე-2” დატოვა თანამგზავრის ორბიტა და გაემართა ღია კოსმოსში; მისი მოგზაურობის ბოლო წეტრტილს 85 დღეში მიაღწევს. თავდაცვითი მეცნიერების სახელმწიფო სამმართველო, იუწყება, რომ აპარატმა 1 აპრილისათვის თავისი ექვსთვიანი მისია მთლიანად შეასრულა. თუმცა დაგეგმილი მუშაობის დრო დასრულდა, მაგრამ “ჩიენ-2” კარგ მდგომარეობაში იმყოფება და აქვს საკმარისი საწვავი, ასე რომ ის კიდევ ბევრ სარგებელს მოიტანს. ღია კოსმოსში […]
შექმნილია ელექტრონული დიციკლი

ავსტრალიელმა სტუდენტებმა შექმნეს ორიგინალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ორი დიდი ბორბლისაგან შედგება, რომელთა შორისაც მოთავსებულია ღია კაბინა მძღოლისათვის. ორბორბლიანი მოწყობილობის სახელია EDWARD — რომელიც Electric Diwheel With Active Rotation Damping-იდანაა შემოკლებული (“ელექტრონული დიციკლი ბრუნვის ჩახშობის აქტიური მექანიზმით”). ადელაიდის უნივერსიტეტის ინჟინრები მასზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. თუ ადრე ასეთი “ეკიპაჟები” მოძრაობაში მოყავდათ ფიზიკური ძალით ან შიდა ძრავით, ეხლა ახალი […]
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მფრინავი რობო-ბურთი

ამ არც ისე ძვირ მოწყობილობას შეუძლია როგორც ღია სივრცეში, ისე შენობაში გადაადგილებაც. რადიომართვადი, კალათბურთის ბურთის ხელა რობოტი, მიწას ერთადერთი პროპელერის მეშვეობით შორდება და წონასწორობას რვა, მოძრავი ფრთის მეშვეობით ინარჩუნებს, რომელებიც სფეროსებრი კონსტრუქციის შიგნითაა მოთავსებული. ფრენისას ავითარებს მაქსიმუმ 60 კმ/სთ სიჩქარეს. ფრენის სიმაღლე და ხანგრძლივობა (როგორც სხვა ტექნიკური მახასიათებლები) ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება —გასაიდუმლოებულია როგორც ჩანს. ამ გამოგონებისათვის იაპონიის […]
