რომელი ბრაუზერია ყველზე პოპულარული ქვეყნების მიხედვით
statcounter.com-ის სტატისტიკური მონაცემებით მარტივად შეიძლება შევაფასოთ ბრაუზერების რეიტინგები როგორც მთელს მსოფლიოში ასევე კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით. მსოფლიო რუკაზე რომელიც ამ პოსტში არის გამოქვეყნებული მწვანე ფერით Google Chrome-არის მონიშნული, სტაფილოსფერი შესაბამისად არის Firefox, ცისფერი – Internet Explorer და ნაცრისფრად Safari არის მონიშნული.
OS X Maverics – პირველი შთაბეჭდილებები
მიუხედავად ჩემი სკეპტიკური განწყობისა iOS 7-ის მიმართ, რაც საკმაოდ საფუძვლიანად მიმაჩნია, OS X 10.9-ით ძალიან მოხიბლული დავრჩი. კუპერტინოში ძალიან კარგად იზრუნეს შემდეგი ვერსიის ფუნქციონალურ განახლებაზე, რამაც შედეგი გამოიღო და დეველოპერული ვერსიის სტაბილურობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
Opera Webkit beta უკვე გამოვიდა Android-ის Play მაღაზიაში
Opera-ს ახალ ძრავაზე გადასვლის გეგმა უკვე დიდი ხანია ცნობილია და აი დაპირებული ბეტა ვერსიაც უკვე გამოვიდა Google Android საოპერაციო სისტემისათვის და თქვენ უკვე შეძლებთ საკუთარი თვალით იხილოთ ძრავებს შორის რეალური განსხვავება. ბრაუზერში გამოიყენება იგივე ძრავა რაც მის კონკურენტ პროდუქტებში Chrome და Safari მაგრამ მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით. მათ შორისაა განახლებული სწრაფი აკრეფის ჩანართი, off-road რეჟიმი […]
Internet Explorer-ის წილი ისევ დაეცა

კომპანია Net Applications-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე ბრაუზერების სექტემბრის სტატისტიკა. Internet Explorer-მა, მიუხედავად იმისა, რომ რჩება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ბრაუზერად, ისევ დაკარგა მომხმარებელი. აგვისტოში მისი საბაზრო წილი შეადგენდა 60,40%-ს, ხოლო გასულ თვეს ეს მონაცემი დაეცა 59,65%-მდე. ერთი წლის წინ Microsoft-ის ბრაუზერით ინტერნეტში შედიოდა ქსელში ჩართული კომპიუტერების 65,71%. თუმცა, არ არის გამორიცხული Explorer-მა შეწყვიტოს უკან სვლა — შეგახსენებთ, რომ Internet […]
