Samsung Galaxy 2 – შესაძლოა თებერვალში გამოვიდეს

ქსელში გამოჩნდა წინასწარი ინფორმაცია Galaxy 2 სმარტფონის შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოუშვებს სამხრეთ კორეული კომპანია Samsung. როგორც ელდარ მურტაზინის Mobile Research Group იტყობინება, სმარტფონი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით. ზუსტად ცნობილი არ არის მაგრამ სმარტფონში შესაძლოა გამოყენებული იქნეს ახალი ARM Cortex A9 ჩიპი Orion 1 გიგაჰერცი სიხშირით. ჩიპს შეუძლია აპარატულად გამოთვალოს HD ვიდეოს კოდირება/დეკოდირება და გრაფიკული აქსელერაცია. […]
