Samsung ადასტურებს Galaxy Note-ს “მრავალფანჯრიან” Jelly Bean-ზე განახლებას
დიდი ხანია ველოდები ჩემი საყვარელი ფაბლეტის ანუ ტელეფონისა მინი-პლანშეტის, როგორც გინდა დაარქვით თუნდაც “ტაფის” 🙂 Jelly Bean-მდე განახლებას. ახლა კი ამის უეჭველი დასტური მივიღე და ჩემს სიხარულს საზღვარია არა აქვს! მოდით ერთად ვნახოთ რა გველოდება ამ შესანიშნავი პირველი თავის კლასში მოწყობილობის განახლებაში.
კომპრომეტირებულია Samsung Exynos 4-ის უსაფრთხოება
ძალიან სამწუხარო სიახლე მინდა ვამცნო Android-ის და Samsung-ის მოყვარულებს. აღმოჩენილია მოწყვლადობა, რომელიც Exynos 4-ზე დაფუძნებულ მოწყობილობებს უქმნის უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას. პირველ რიგში ეს მოწყვლადობა ადვილს ხდის ამ ჩიპზე დაფუძნებული ნებისმიერი მოწყობილობის root უფლების მოპოვებას მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ არის
Glaxy Note 10.1 ძალიან მალე
ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა Galaxy Note 10.1-ის შესახებ. Samsung-მა თქვა რომ მის S Pen-ით აღჭურვილი პლანშეტი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება აგვისტოდან WiFi და 3G მოდელების სახით, LTE ვერსია კი მოგვიანებით გამოვა.
Galaxy Note ICS განახლება N7000 მოდელისათვის
როგორც იქნა გამოვიდა Galaxy Note-ის ანდროიდის უახლეს ვერსიამდე განახლება, როგორც ჩვენს წინა პოსტში ვიტყობინებოდით მან მიიღო Premium Suite-ის სრული განახლებული პაკეტი და Android 4.0.4 ვერსიის საბაზისო ფუნქციონალი. რა თქმა უნდა უკვე განვაახლე ჩემი Note და მინდა აღვნიშნო, რომ მოწყობილობა გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და სტილუსით მუშაობა უფრო კომფორტულია ვიდრე წინა […]
Samsung Galaxy Note Premium Suite (Ice Cream Sandwich) [ვიდეო]
Samsung-ის 5.3 დიუმიანი GALAXY Note სმარტფონი, რომელის გაყიდვებმაც მოლოდინს გადააჭარბა, მალე მიიღებს Ice Cream Sandwich-ზე განახლებას. კომპანიამ აჩვენა ამ პროდუქტის განახლებაში შემავალი ფუნქციონალი ვიდეო რგოლის სახით, რომელზეც მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.
განხილვა: Samsung Galaxy Note
როცა მორიგი Android სმარტფონის ყიდვის დღე დადგა საინტერესო არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემს წინაშე იყო ორი ძალიან საინტერესო მოწყობილობა Samsung Galaxy Nexus (Google) და Galaxy Note. ჩემი ყურადღება Galaxy Note-ზე შეჩერდა, ვინაიდან ეს არ არის მოწყობილობა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს არც სმარტფონად და არც პლანშეტად მისი ზომიდან გამომდინარე. ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ამ მოწყობილობის შესწავლა და […]
