კომპრომეტირებულია Samsung Exynos 4-ის უსაფრთხოება
ძალიან სამწუხარო სიახლე მინდა ვამცნო Android-ის და Samsung-ის მოყვარულებს. აღმოჩენილია მოწყვლადობა, რომელიც Exynos 4-ზე დაფუძნებულ მოწყობილობებს უქმნის უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას. პირველ რიგში ეს მოწყვლადობა ადვილს ხდის ამ ჩიპზე დაფუძნებული ნებისმიერი მოწყობილობის root უფლების მოპოვებას მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ არის
Samsung Galaxy Note 10.1 განახლდება Android 4.1-მდე და Premium Suite-ს მიიღებს
Samsung-მა უკვე დაიწყო Android 4.1-მდე განახლების პროცესი Galaxy Note 10.1-ზე ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ ამასთან ერთად კომპანიამ ცნობილი გახადა, რომ ოპ. სისტემის განახლებასთან ერთად განახლდება Premium Suite აპლიკაციები. Jelly Bean-თან ერთად იქნება მრავალ ფანჯრიანი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელსაც შეეძლება ერთდროულად 16 აპლიკაციის გაშვება, მათი ზომების კონტროლი და მიმაგრება ზედაპირზე.
Samsung: Galaxy Note 10.1 ხვალიდან გაყიდვაშია
დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ Samsung-ის ახალი Galaxy Note პლანშეტი გაყიდვაში გამოვა. როგორც მოსალოდნელი იყო მას აქვს 10.1 დიუმიანი ეკრანი, Samsung-ის პროპრიეტარული Wacom-ზე დაფუძნებული S Pen სტილუსი, 1.4 გიგაჰერციანი ოხთ-ბირთვიანი პროცესორი და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. მოწყობილობა მუშაობს Android 4.0.4 Ice Cream Sandwich-ზე TouchWiz გარსით.
Glaxy Note 10.1 ძალიან მალე
ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა Galaxy Note 10.1-ის შესახებ. Samsung-მა თქვა რომ მის S Pen-ით აღჭურვილი პლანშეტი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება აგვისტოდან WiFi და 3G მოდელების სახით, LTE ვერსია კი მოგვიანებით გამოვა.
