GSMK Android სმარტფონი ფარული მოსმენისგან დაგიცავთ

გერმანულმა ფირმა GSMK შექმნა უჩვეულო ფაირვოლი თავისი კრიპტოფონისთვის, რომელიც Android ოპ. სისტემით იმართება. როგორც დეველოპერები წერენ, ქსელურ ეკრანს შეუძლია მობილური ქსელის არასანდო კვანძები აღმოაჩინოს და გვერდი აუაროს მათ გამოყენებას. ეს პირველი სისტემაა ამ კლასის, რომელიც სამოქალაქო სექტორში შემოვიდა და მხოლოდ კორპორაციული სექტორის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
კომპრომეტირებულია Samsung Exynos 4-ის უსაფრთხოება
ძალიან სამწუხარო სიახლე მინდა ვამცნო Android-ის და Samsung-ის მოყვარულებს. აღმოჩენილია მოწყვლადობა, რომელიც Exynos 4-ზე დაფუძნებულ მოწყობილობებს უქმნის უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას. პირველ რიგში ეს მოწყვლადობა ადვილს ხდის ამ ჩიპზე დაფუძნებული ნებისმიერი მოწყობილობის root უფლების მოპოვებას მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ არის
Android ვერ ასრულებს პირობას გახსნილი Bootloader-ის შესახებ
გახსოვთ, როცა მობილური აპარატურის მწარმოებლებმა, როგორიცა HTC და Motorola პირობა დადეს, რომ დაეხმარებოდნენ მომხმარებლებს გაეხსნათ ბუთლოადერი თავიანთი Android მოწყობილობებისათვის, რათა გზა გახსნოდათ დარუთვისთვის, მოდიფიცირებისთვის და საკუთარი ოპ. სისტემების შექმნისთვის. მათ ეს პირობა თავისებურად შეასრულეს.
Samsung Galaxy S III-ის სმარტფონზე წინასწარი შეკვეთების რიცხვმა 9 მილიონს მიაღწია

Samsung Galaxy S III-ს აქვს 4-ბირთვიანი პროცესორი Exynos ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC-მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, განათების და მიახლოვების სენსორები, ბარომეტრი, ციფრული კომპასი, გიროსკოპი და MicroSD სლოტი. სენსორულ HD Super AMOLED დისპლეის გააჩნია 4,8-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (720p). გარდა ამისა, არის ორი კამერა: […]
Samsung I9300 Galaxy S III აკუმულატორის ტესტირებამ იმედები გაამართლა
GSMARENA-ს სპეციალისტება ჩაატარეს აღნიშნული მოწყობილობის ტესტირება და თავიანთ ბლოგში გამოაქვეყნეს შედეგები, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ. I9300 Galaxy S III-ს აქვს 2100 მილიამპერიანი მონსტრი-აკუმულატორი, მაგრამ მისი 4.8 დიუმინაი HD Super AMOLED ეკრანი მაინც ეჭვქვეშ აყენებს მის ეფექტურობას. ასევე საინტერესოა იმის ნახვაც თუ როგორ მუშაობს Exynos 4212 Quad ჩიპსეტი. მას არა აქვს კომპანიონი ბირთვი, რომ დაბალი სიმძლავრის მომთხოვნი ამოცანები […]
Samsung Galaxy S III – მესამე გალაქტიკა

სმარტფონი Samsung Galaxy S III, რომლის გარშემოც იყო უამრავი საუბრები, ჭორები და ინფორმაციის გაჭონვები, წუხელ იქნა ოფიციალურად წარმოდგენილი ლონდონში. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ ეს აღმოჩნდა სენსორული მონობლოკი ერთი აპარატული ღილაკით და ორი სენსორით ეკრანის ქვეშ (რაც Samsung-ის გუგლოფონებისთვის ჩვეულებრივი ამბავია) Super AMOLED ეკრანის დიაგონიალი 4,8 დიუმს შეადგენს და მისი გარჩევადობა HD 720p ანუ 1280×720 წერტილია. კამერის მატრიცა […]
Samsung Galaxy S III-ის ნიმუში

წარმოდგენილია, Samsung Galaxy S III-ის ნიმუში, რომლის ანონსიც შედგება 3 მაისს ლონდონში. ჭორების თანახმად, კორპუსი, რომელიც გააჩნია მოწყობილობას, დროებითია და მას შეცვლიან ანონსამდე. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებლს საკამოდ მძლავრად გამოიყურება და სავრაუდოდ არ შეიცვლება: CPU: Samsung Exynos Quad-Core, 1.4 GHZ GPU: Mali-400 RAM: 1 GB ROM: 16 GB Battery: 2050 მა/სთ სლოტი მეხსიერების ბარათისთვის, NFC-მიკრო-ჩიპი და ა.შ. ეკრანი — […]
Samsung წარმოადგენს Galaxy S III-ს ლონდონში 3 მაისს
შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა ჭორი და ყალბი სურათები და მოსაწვევები, რადგან Samsung Mobile-მა უკვე გაუგზავნა ბრიტანეთის პრესას მოსაწვევები 3 მაისს დაგეგმილ “Samsung Unpacked” ღონისძიებაზე. გზავნილი შემდეგნაირია “მოდით და შეხვდით შემდეგ Galaxy-ს”. ასევე ცნობილი გახდა, რომ იქნება ამ ღონიძიების ლაივ სტრიმინგი 11 საათზე თბილისის დროით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
