დინოზავრები მართლაც ასტეროიდმა გაანადგურა
არსებობს უამრავი მოსაზრება იმის შესახებ თუ რამ გამოწვია დინოზავრების გადაშენება. ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიდი ასტეროდის შეჯახებამ ჩვენს პლანეტასთან გამოიწვია მათი განადგურება. ამ თეორიის სასარგებლოდ უკვე ამერიკელი და ევროპელი მკველვარების ახალი შრომა მეტყველებს, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება დღეს.
ადამიანის ტვინის სიმულაცია 1 მილიარდი ევრო დაჯდება
ევროკომისიამ დააფინანსა სიტორიაში ყველაზე დიდი და ამბიციური ადამიანის ტვინის სიმულაციის პროექტი. Human Brain Project გააერთიანებს ევროპელი სწავლულების ძალისხმევას 2013-2023 წლების განმავლობაში და 1,19 მილიარდი ევრო დაჯდება.
IBM-ის ჟელე ანტიბიოტიკებისადმი იმუნიტეტის მქონე ბაქტერიებსაც ანადგურებს
კომპანია IBM უკვე ათწლულებია ქმნის მატერიალებს კომპიუტერული მიკროსქემების წარმოებისთვის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჩიპზე მუშაობისას ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგერთი მატერიალების შეერთებისას წარმოიქმნება დადებითი ელექტრული მუხტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოიკვეთოს სილიკონის ფენა ძალიან მაღალი სიზუსტით, ფაქტიურად ატომურ მასშტაბებზე.
2013 წლის კომერციული კოსმოსური პროექტები
მინდა მოკლედ მოგითხროთ იმის შესახებ თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული 2013 წლის განმავლობაში კოსმოსის ათვისების მიმართულებით. რადგანაც ეს სფერო ახლა საკმაოდ აქტიურად ვითარდება ყველა მომავალი მოვლენის ერთ სტატიაში განთავსება გამიჭიდება, ამიტომაც ახლა მხოლოდ კერძო (არასამთავრობო) კომპანიებს შევეხები მხოლოდ, რომლებიც კოსმოსით არიან დაკავებულები.
მთვარეზე ადამიანს ფეხი უკვე 40 წელია არ დაუდგამს
40 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იუჯინ ცერნანმა დატოვა ბოლო ნაფეხური მთვარის ზედაპირზე Apollo 17 მისიის დასრულებისას. ეს იყო ბოლო იმ ქვსი მისიიდან, რომელიც მთვარის ზედაპირზე შეასრულა პილოტირებულმა ხომალდებმა. გაფრენა სულ 9 იყო მაგრამ სულ 6-მა მისიამ მოახერხა ზედაპირზე დაჯდომა. ამ მისიების განმავლობაში სულ 12-მა ადამიანმა გაისეირნა მთვარეზე 🙂
იტალიის სასამართლომ სეისმოლოლგები დამნაშავედ ცნო
იტალიაში დასრულდა სასამართლო, რომელიც 13 თვეს გრძელდებოდა ექვსი მეცნიერის და ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქალაქ ლაკუილაში მიწისძვრის ალბათობის არასწორ შეფასებაში. შეგახსენებთ: 6 აპრილს 2009 წელს იქ დაიღუპა 309 ადამიანი. შვიდივე სცნეს დამნაშავედ მკვლელობაში და მიუსაჯეს 6 წლიანი საპატიმრო სასჯელი. ამის გარდა მათ ეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ერთი წლის განმავლობაში. მათ დაეკისრათ 100 000 […]
