NASA-ს ზონდმა Dawn ასტეროიდ “Vesta”-ს ახლო მანძილიდან გადაუღო სურათები

ვესტას სამხრეთ პოლუსი ( NASA/JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია NASA-ს ავტომატურმა აპარატმა Dawn ასტეროიდ ვესტას 2 700 კილომეტრზე გადაუფრონა და დედამიწაზე გადმოსცა მისი ზედაპირის ხარისხიანი სურათები. მიღებული გამოსახულებების საფუძველზე მეცნიერებმა დაამონტაჟეს ვესტას შემოვლის მოკლე ვიდეო, რომელიც მოცემულია ქვემოთ. ადვილია იმის შემჩნევა, რომ ასტეროიდის ჩრდილოეთის განედები არაა განათებული: იქ ახლა გრძელდება “ზამთარი”. […]
წარმოდგენილია ნახშირბად-პლასტმასის ელექტრომობილი

იაპონელი ინჟინრების კონცეპტუალური ნიმუშის მთავარი ღირსება ძალიან მცირე წონაა. კომპანია Toray ავტომობილებზე არ სპეციალიზირდება: მათი დაინტერესების სფეროა პოლიმერული მასალები, ორგანული ქიმია და ნანოტექნოლოგიები. თუმცა Toray-ში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ბოლო ქმნილება, რომელზეც დაიხარჯა 300 მილიონი იენი (4 მლნ დოლარი), იპოვის თავის მყიდველს. ორადგილიანი სპორტქარ-კაბრიოლეტის დიზაინით, რომელიც მოძრაობს ელექტოძრავის მეშვეობით, დაკავებული იყო კომპანია Gordon Murray Design, რომელიც აპროექტებს “ფორმულა 1”-ის […]
აღმოჩენილია ეგზოპლანეტა ორი მზით

ეგზოპლანეტა, რომელიც ნათდება ორი მნათობით (ილუსტრაცია NASA / JPL-Caltech / T. Pyle). Extreme Solar Systems II-ის კონფერენციაზე ამერიკელი ასტრონომების ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ლორენს დოილი (Laurance Doyle) SETI-ის ინსტიტუტიდან, განაცხადა გიგანტი პლანეტის აღმოჩენის შესახებ რომელსაც ორი მზე აქვს. თვითონ შესაძლებლობა ეგზოპლანეტების არსებობისა ორბიტაზე, რომელსაც ორი ვარსკვლავი აქვს, უკვე აღარავის აკვირვებს: სპეციალისტებისთვის ცნობილია ასეთი სისტემების რამოდენიმე მაგალითი ( […]
აპარატ Martin Jetpack-ის გაყიდვები 2012 წელს დაიწყება

ორიგინალური აპარატის ფასი შეადგენს 100 ათას დოლარს, რომელიც შეიცავს ორკვირიანი სწავლების კურსს. ჰაერში გადაადგილების ამ არაორდინალურ საშუალებას Martin Jetpack, მისი გამომგონებლის ახალ ზელანდიელი გლენ მარტინის გამო დაერქვა, პირველად აპარატი 2008 წელს აჩვენეს. ხოლო მიმდინარე წლის მაისში შედგა მნიშვნელოვანი გამოცდები, რომელზეც შემოწმდა აპარატის თვისებები და მისი უსაფრთხოების სისტემა. მართალია Martin Jetpack გარეგნულად რეაქტიულ აპარატს გავს, მაგრამ ის მოძრაობის […]
მარსმსვლელმა “opportunity” აღმოაჩინა სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო პირობები

“Opportunity”-მ აღმოაჩინა Tisdale 2. (NASA / JPL-Caltech-ის ფოტო.) ეს აღმოჩენა აპარატმა გააკეთა მალევე მას შემდეგ, რაც გადაინაცვლა თავისი მოგზაურობის ახალ მიზანთან — კრატერი Endeavour. სამი კვირის წინ როვერმა “oportunity” (შესაძლებლობა) მიაღწია კრატერ Endeavour-ის კიდემდე, მან მისი საწყისი ადგილიდან კრატერამდე 30კმ გაიარა. ამ რეგიონში მისი პირველი აღმოჩენა გახდა არ ისე დიდი ზომის კლდოვანი წარმონაქმნი, რომელსაც დაარქვეს Tisdale 2. როვერმა ის რამოდენიმე […]
რაზეა დამოკიდებული ნერვული რეაქციის დრო?

მამოძრავებელი ნეირონი. ( Dr Keith Wheeler-ის ფოტო). ნერვული რეაქციის დრო განისაზღვრება არა გამღიზიანებლის სიდიდით, როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ იმ დროით, რომელიც სჭირდება სიგნალს სენსორიდან მამოძრავებელ კვანძამდე მისასვლელად. ჩვენი ნებისმიერი რეაქცია დამოკიდებულია ორი ტიპის ნეირონის ერთობლივი მუშაობით — მგრძნობელობითი და მოტორული. მხედველობითი, სმენითი, შეხების ან გემოს გამღიზიანებელი აღიქმება სენსორული ნერვული უჯრედებით და საპასუხოდ მამოძრავებელი ნეირონები ატყობინებენ ორგანიზმს, რომ […]
დიდ ადრონულ კოლაიდერზე, შესაძლოა, ჰიგსის ბოზონის კვალი აღმოაჩინეს

გრენობლში ჩატარებულ International Europhysics Conference on High Energy Physics-ზე CMS-ის და ATLAS-ის წარმომადგენლება განაცხადეს იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მათ იპოვეს ჰიგსის ბოზონის დაბადების დადასტურება. CMS-ის და ATLAS-ის დეტექტორები დამონტაჟებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე. თუ ჰიგსის ბოზონი არსებობს, ის უნდა იბოდებოდეს პროტონის პროტონთან შეჯახების შედეგად და იშლებოდეს სწრაფად სხვა უკვე ცნობილი ნაწილაკების კომბინაციებად. CMS-ის დეტექტორი ჰიგსის ბოზონის ძებნას დაშლის პროდუქტის რამდენიმე ვარიანტით […]
Space Shuttle პროგრამა დასრულდა, რა იქნება შემდეგ?

ამერიკელი კოსმოსური გამოკვლევების ექსპერტები თვლიან, რომ შესვენება პილოტირებად ფრენებში კატასტროფის ტოლფასია. ატლანტისის დაშვების შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები ნაციონალური კოსმოსური პროგრამის მდგომარეობის კვლევით დაკავდნენ. თუმცა NASA-ს ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი აცხადებს, რომ პილოტირებადი კოსმოსური ფრენების მომავალი უღრუბლოა, არ ეთანხმებიან ამ აზრს კოსმოსურ პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტები. NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ გრიფინი BBC-თან ინტერვიუში ამბობს: “თუ მაღალფარდოვან პოლიტიკურ განცხადებებს […]
NASA-ის ახალი მარსმსვლელი Curiosity ჰეილის კრატერს გამოიკვლევს

ექსპერტებმა Mars Science Laboratory-ის მისიისთვის აირჩიეს 30 სავარაუდო რაიონიდან ერთ-ერთი. ჰეილის კრატერი — მარსის ზედაპირზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტი. 154- კილომეტრიანი (დიამეტრი) კრატერის ფსკერზე (5,5 კმ) არის კონუსისებრი ამაღლება, რომელსაც აქვს ფენოვანი სტრუქტურა ( ვარაუდობენ, რომ ის ყალიბდებოდა 2 მილიარდი წლის განმავლობაში). ბევრი თვლის, რომ ადრე, კრატერში არსებობდა ტბა, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური კონუსის საფუძველთან გვხვდება […]
რობოტებს რბილი ტაქტილური სენსორებით აღჭურვავენ

იაპონიაში გამოჩნდა დაწოლის სამგანზომილებიანი სენსორი, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები თვლიან გამოსადეგია ანდროიდებისათვის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ადამიანებთან საურთიერთობოდ. ShokkacCube, ტოკიოს უნივერსიტეტის Touchence, პროდუქტი, წარმოადგენს მცირე ზომის პარალელეპიპედს ელასტიური მასალისაგან. სენსორი აფიქსირებს ყველა მოქმედებებს, რომელიც იწვევს მის დეფორმაციას, მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც რობოტი ეხება ადამიანს, რკილის შეგრძნებას ნამდვილად ჯობია ამ მასალის შეგრძნება (ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ შემქმნელები). […]
